იტვირთება...

საზოგადოებასთან ურთიერთობა: სტრატეგია და ტაქტიკა ნაწილი V - გამოყენება

დენის ლ. უილკოქსი გლენ ტ. კამერონი

2011 წელი | დიოგენე
6,605 ნახვა
5
(0 რეცენზია /1 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
7.8
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
ბოლო დროის ყველაზე გახმაურებული პიარ სახელმძღავნელო, რომელსაც ანალოგი არ აქვს ქართულ ენაზე! ელ.წიგნი დაყოფილია ხუთ ნაწილად. ის ეხმარება სტუდენტებს ჩასწვდნენ ძირითად ცნებებს, სტრატეგიებსა და ტაქტიკას, რომლებიც საზოგადოებასთან თანამედროვე ურთიერთობაში გამოიყენება. მეცნიერულ მეთოდებზე დაფუძნებული ეს გამოცემა განსაკუთრებულ ყურადღებას აპყრობს ახალი ტექნოლოგიებისა და ახალი მედიის შემოქმედებითად გამოყენებას. მეხუთე ნაწილი სტუდენტებს იმ პრაქტიკულ გზებს, საშუალებებს და ღონისძიებებს ასწავლის, რომელთა მეშვეობითაც საზოგადოებასთან ურთიერთობის პროცესები, სტრატეგიები და ტაქტიკა ხორცს ისხამს ამ სფეროში არსებული პრაქტიკის ძირითად მიმართულებებში. ეს თავები, რომლებიც სახელმძღვანელოს ტექსტს მრავალმხრივს ხდის, ემყარება იმ საფუძვლებს, რომლებიც სტუდენტებმა წინა 16 თავში შეისწავლეს. მე-17 თავი ყურადღებას აპყრობს საზოგადოებასთან ურთიერთობის იმ პრობლემებს, რომლებსაც დღეს თანამედროვე გლობალური კორპორაციები აწყდებიან. განხილულია ისეთი საკითხები, როგორებიცაა: მედიასთან ურთიერთობები, მომხმარებლის მხრიდან ბოიკოტი, მულტიკულტურული მარკეტინგი, ურთიერთობები ინვესტორთან, მიზეზობრივი მარკეტინგი, გარემოსდაცვითი აქტიურობა, ფილანტროპია, ღონისძიებების კორპორაციული სპონსორობა. მე-18 თავი განიხილავს ლობიზმსა და ლობის, ასევე გავლენის განვრცობასთან დაკავშირებულ პრობლემებს ისევე, როგორც სამთავრობო საზოგადოებასთან ურთიერთობის ფუნქციონირებას ფედერალურ, საშტატო და საქალაქო დონეზე. მე-19 თავში სტუდენტები შეისწავლიან გლობალური საზოგადოებასთან ურთიერთობის შეფასებას და კულტურათაშორის კომუნიკაციებთან დაკავშირებულ პრობლემებს. მე-20 თავი განიხილავს საზოგადოებასთან ურთიერთობის ფუნქციონირების ბუნებას სავაჭრო ჯგუფებში, მშრომელთა პროფესიულ კავშირებში, პროფესიულ ასოციაციებში, საქველმოქმედო ორგანიზაციებში, სოციალურ სააგენტოებში და აქტივისტთა ჯგუფებში. ასევე განხილულია რესურსების განვითარებისა და ფინანსების, ფონდების მოძიების კამპანიის საკითხები. 21-ე თავში მოცემულია საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის საქმიანობა უნივერსიტეტებში, კოლეჯებსა და უმაღლეს სკოლებში. სტუდენტები შეისწავლიან, როგორ უნდა მიაწვდინონ ხმა ადამიანთა სპეციფიკურ ჯგუფებს, ერთობებს თავიანთი პროფესიული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად. დაბოლოს, 22-ე თავში სტუდენტები შეისწავლიან ცნობილი, სახელგანთქმული ადამიანების რეკლამირებას და წინ წამოწევას, ასევე ტექნიკას, როგორ წარმართონ როკ-ჯგუფების, პროფესიონალი ათლეტებისა და კინოვარსკვლავების „პიროვნების წარმომჩენი“ კამპანიები. ტურიზმიც, როგორც დიდი, მასშტაბური ინდუსტრია, განხილულია, როგორც კარიერის სფერო.
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ
ეს საღელმძღვანელო დაყოფილია ხუთ ნაწილად. ის ეხმარება სტუდენტებს ჩასწვდნენ ძირითად ცნებებს, სტრატეგიებსა და ტაქტიკას, რომლებიც საზოგადოებასთან თანამედროვე ურთიერთობაში გამოიყენება. მეცნიერულ მეთოდებზე დაფუძნებული ეს გამოცემა განსაკუთრებულ ყურადღებას აპყრობს ახალი ტექნოლოგიებისა და ახალი მედიის შემოქმედებითად გამოყენებას. მეხუთე ნაწილი სტუდენტებს იმ პრაქტიკულ გზებს, საშუალებებს და ღონისძიებებს ასწავლის, რომელთა მეშვეობითაც საზოგადოებასთან ურთიერთობის პროცესები, სტრატეგიები და ტაქტიკა ხორცს ისხამს ამ სფეროში არსებული პრაქტიკის ძირითად მიმართულებებში. ეს თავები, რომლებიც სახელმძღვანელოს ტექსტს მრავალმხრივს ხდის, ემყარება იმ საფუძვლებს, რომლებიც სტუდენტებმა წინა 16 თავში შეისწავლეს. მე-17 თავი ყურადღებას აპყრობს საზოგადოებასთან ურთიერთობის იმ პრობლემებს, რომლებსაც დღეს თანამედროვე გლობალური კორპორაციები აწყდებიან. განხილულია ისეთი საკითხები, როგორებიცაა: მედიასთან ურთიერთობები, მომხმარებლის მხრიდან ბოიკოტი, მულტიკულტურული მარკეტინგი, ურთიერთობები ინვესტორთან, მიზეზობრივი მარკეტინგი, გარემოსდაცვითი აქტიურობა, ფილანტროპია, ღონისძიებების კორპორაციული სპონსორობა. მე-18 თავი განიხილავს ლობიზმსა და ლობის, ასევე გავლენის განვრცობასთან დაკავშირებულ პრობლემებს ისევე, როგორც სამთავრობო საზოგადოებასთან ურთიერთობის ფუნქციონირებას ფედერალურ, საშტატო და საქალაქო დონეზე. მე-19 თავში სტუდენტები შეისწავლიან გლობალური საზოგადოებასთან ურთიერთობის შეფასებას და კულტურათაშორის კომუნიკაციებთან დაკავშირებულ პრობლემებს. მე-20 თავი განიხილავს საზოგადოებასთან ურთიერთობის ფუნქციონირების ბუნებას სავაჭრო ჯგუფებში, მშრომელთა პროფესიულ კავშირებში, პროფესიულ ასოციაციებში, საქველმოქმედო ორგანიზაციებში, სოციალურ სააგენტოებში და აქტივისტთა ჯგუფებში. ასევე განხილულია რესურსების განვითარებისა და ფინანსების, ფონდების მოძიების კამპანიის საკითხები. 21-ე თავში მოცემულია საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის საქმიანობა უნივერსიტეტებში, კოლეჯებსა და უმაღლეს სკოლებში. სტუდენტები შეისწავლიან, როგორ უნდა მიაწვდინონ ხმა ადამიანთა სპეციფიკურ ჯგუფებს, ერთობებს თავიანთი პროფესიული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად. დაბოლოს, 22-ე თავში სტუდენტები შეისწავლიან ცნობილი, სახელგანთქმული ადამიანების რეკლამირებას და წინ წამოწევას, ასევე ტექნიკას, როგორ წარმართონ როკ-ჯგუფების, პროფესიონალი ათლეტებისა და კინოვარსკვლავების „პიროვნების წარმომჩენი“ კამპანიები. ტურიზმიც, როგორც დიდი, მასშტაბური ინდუსტრია, განხილულია, როგორც კარიერის სფერო.
ელ. წიგნის მახასიათებლები
ISBN - 13:
978-9941-11-250-8
სათაური:
საზოგადოებასთან ურთიერთობა: სტრატეგია და ტაქტიკა ნაწილი V - გამოყენება
გამომცემელი:
გამოცემის თარიღი:
2011
გვერდები:
146
კატეგორია:
თარგმანი
ნახვები:
6605
რეიტინგი:
5
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(1) რეცენზია
5
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [1]
  • 4
    [0]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]