ჭაბუკი მონადირეები. ჟირაფებზე მონადირენი

რეიტინგი

5 / 5

ნახვა

5615

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

ავტორი

მაინ რიდი

გამომცემლობა

პალიტრა L

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

"სამხრეთ აფრიკის ორი დიდი მდინარის - ორანჟისა და ვაალის - შესართავთან ჭაბუკი მონადირეების ბანაკი მოჩანს. ბანაკი მდინარე ორანჟის სამხრეთ ნაპირზეა გაშლილი, ბაბილონური ტირიფის ჭალაში. ამ ხეთა ვერცხლისფერი ფოთლები კეკლუცად დახრილან წყლისკენ და დიდებული მდინარის ორივე ნაპირს გასდევენ თვალსაწიერამდე. ბაბილონური ტირიფი იშვიათი სილამაზის ხეა. თვით პალმაც კი, ტყის დედოფალი, ბევრად ვერ აღემატება მას მშვენებით.
 ჩვენში ამ ტირიფის დანახვა სევდას იწვევს, რადგან მას გლოვის სიმბოლოდ მივიჩნევთ, მტირალ ტირიფს ვუწოდებთ და მისი ვერცხლისფერი სუდარით საფლავებს ვრთავთ. მაგრამ, სულ სხვა გრძნობებს უღვიძებს ეს ლამაზი ხე სამხრეთ აფრიკის უწყლო ზეგანზე მოხვედრილ მგზავრს.
 ამ ქვეყანაში მდინარესა და ნაკადულს ძალზე იშვიათად შეხვდებით და მტირალა ტირიფი, როგორც წყლის სიახლოვის უტყუარი ნიშანი, აქ სიხარულის სიმბოლოა და არა სევდის.
 ახლაც, მის ჩრდილქვეშ შეფარებულ ბანაკში, დიდებული მდინარე ორანჟის ნაპირას, მხიარულება სუფევს, ერთთავად ხმამაღალი წკრიალა კისკისი მოისმის და ამ ხმას მეორე ნაპირიდან ეხმაურება ექო.
 მერედა, ვის ეკუთვნით ეს ხმამაღალი სიცილ-ხარხარი? ჭაბუკ მონადირეებს.
 " - გეცნოთ დასაწყისი? ასე მხოლოდ მაინ რიდის ნაწარმოებები შეიძლება იწყებოდეს, რა იმას ნიშნავს, რომ წინ დიდი და დაუჯერებელი თავგადასავალი გელით! მაშ ასე, არ გამოტოვოთ - თქვენი ფათერაკებიანი მოგზაურობა იწყება.

მეტის ნახვა

წიგნის მახასიათებლები

ISBN9789941214349
გამომცემლობაპალიტრა L
გვერდები519
თარგმანიინგლისურიდან
მთარგმნელილ. იმერლიშვილი მ. შატბერაშვილი
გამოცემის წელი2014