ედგარ ალან პოს მოთხრობები
რეიტინგი
5 / 5
ნახვა
32304
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
ედგარ ალან პო
გამომცემლობა
პალიტრა L
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
ფიოდორ დოსტოევსკის სიტყვებით რომ ვთქვათ, ედგარ პოს ნაწარმოებები "ყველაზე განსაკუთრებულ სინამდვილეს" წარმოაჩენს. ედგარ პო, შეიძლება ითქვას, სევდის, სიბნელისა და შემზარაობის "მომღერალია", მაგრამ ეს ყოველივე ხომ თვით ცხოვრებისეული რეალობიდან მოაქვს მწერალს. ამიტომაც ედგარ პო ყოველთვის პოპულარული იყო. გალაკტიონ ტაბიძემ ლექსები მიუძღვნა, ცისფერყანწელები მის სტროფებს იმეორებდნენ, მის ნაწარმოებებს თარგმნიდნენ... არანაკლებ ინტერესდება ედგარ პოს შემოქმედებით დღევანდელი მკითხველიც. საშინელებათა ამსახველი მისი მოთხრობები - "ერთი კასრი ამონტილედო", "სკუპ-სკუპო" - ადამიანურ სისასტიკეზე ჩაგვაფიქრებს. მის ნაწარმოებებში თანადროულობისადმი სატირული დამოკიდებულებაც ჩანს ("ეშმა სამრეკლოზე", "ეშმაკს თავზე ნუ დაენაძლევები"), სიყვარულისადმი "მორჩილებაც"("ელეონორა") და რწმენაც გადარჩენისა ("მთხრებლი და ქანქარა").წიგნში შესულია შემდეგი მოთხრობები: "ფერიის კუნძული", "კლდოვანი მთების ამბავი", "მალსტრემში დანთქმა", "სფინქსი", "ბოთლი ნაპოვნი ხელნაწერი", "ეიროსისა და ქარმიონეს გასაუბრება", "პაემანი", "ელეონორა", "მორელა", "ლიგეა", "მთხრებლი ა ქანქარა", "შავი აკტა", "გული–გამთქმელი", "ნაპარავი წერილი", "წინააღმდეგობრიობის ჭინკა", "ერთი კასრი ამონტილედო", "შენ ხარ კაცი იგი!", "სკუპ–სკუპო", "უილიამ უილსონი", "შეუცნობელის ანგელოზი", "ეშმა სამრეკლოზე", "ეშმაკს თავზე ნუ დაენიძლავები", "მისტიფიკაცია".
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები