უცნობი მზე
რეიტინგი
5 / 5
ნახვა
4674
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
გივი ალხაზიშვილი
გამომცემლობა
საუნჯე
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
გივი ალხაზიშვილის ახალმა ლექსებმა შექმნა ლიტერატურული სივრცე, რომლისთვისაც დამახასიათებელია ორი, ურთიერთგამომრიცხავი „ტელოსი“; ის, ერთის მხრივ, გვთავაზობს „პრაქსისის“ პრიმატს, ქმედებისას, რომელიც საკუთარი არსის მიზანს თავისივე თავში მოიცავს, ხოლო, მეორეს მხრივ, გვევლინება „პოესისი“, რომელიც სინკრეტულად აღქმულ დროში, ანუ თავისი თავის მიღმა ფუძნდება და მხოლოდ ამის შემდეგ უბრუნდება თვითიდენტობას. კონკრეტულ-ტექსტუალურ პრაქტიკაში ეს მოვლენა გამოიხატა ფორმისა და შინაარსის იმგვარ მიმართებაში, რაც მკაფიოდ ჩანს, მაგალითად, ლექსებში: „...როცა იმავე სიმღერაში ვპოულობ ახალ...“; „...სულ არაფერი, მაგრამ ჯერ ისევ...“; „თვალი“ და ა. შ. ხსენებულ და სხვა ლექსებშიც ფორმა (სინტაქსი) იწყებს შინაარსის კატეგორიად მეტამორფოზას ისე, რომ მას (შინაარსს) კი არ აუქმებს, არამედ მთლიანად, ვიტყოდი, ფოტოგრაფიულად ამთხვევს საკუთარ არსს. შედეგად, ლექსების უმეტესობა იქცევა ერთ ამოსუნთქვად, რომელიც ჩაგუბებული აღარ არის სხეულში. მეორე მნიშვნელოვანი ასპექტი, რომლის ხაზგასმაც წინასიტყვაობის სათაურში „რელიგიის“ ცნების ლათინურენოვანი ძირის ერთ-ერთი ეტიმოლოგიის კონოტაციის შემოტანით ვცადე, უკავშირდება მეთოდს, რომლითაც გივი ალხაზიშვილის პოეზიაში ჩნდება მეტამათემატიკური ხდომილება - ის, რაც ერთდროულად ისტორიულიც არის და უსამანოც. სწორედ აქ ხდება ძველი ურთიერთობის აღდგენა ცოდნასა და წინასწარმეტყველებას (აქ, რასაკვირველია, მხედველობაში არ მაქვს ამ ცნების თეოლოგიური შინაარსი) შორის და ენა პოეტის ხელში იქცევა მომავლის არაკანონზომიერი გამოწვევის, რეიფიკაციის (გასაგნების) საშუალებად; როგორც ბლანშო წერს: „სწორედ ასეთი პოეტი-წინასწარმეტყველი შეგვაგრძნობინებს სიტყვას, რომელიც მას (ფორმას - ლ. დ.) ექოდ უსწრებს“. ზემოთქმულიდან ცხადია, რომ გივი ალხაზიშვილის ეს პოეზია ჩვენზე კი არ ლაპარაკობს, არამედ იმაზე, რაც საყოველთაო „ჩვენშია“; ხოლო მსგავსი ლიტერატურული რეპრეზენტაცია (აღიარება) მისი გადარჩენის, სიცოცხლის ერთადერთი შანსია... ლექსო დორეული
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები