საშუაღამო

რეიტინგი

5 / 5

ნახვა

896

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

გამომცემლობა

საუნჯე

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

"ჩვენი ცხოვრება ისეა დანაწევრებული ყოველდღიურ უფლება-მოვალეობათა შტრიხებად და სეგმენტებად, ხსოვნისა და დავიწყების ქარში მორიალე ფრაგმენტებად, მიღწეული და აუსრულებელი სურვილების სვრელებად და ნაფლეთებად, რომ უფრო და უფრო ძნელდება შინაგანი სიმშვიდის, სიმყარის, შეუვალობისა და მონოლითურობის შენარჩუნება.
 და როცა რუტინული ყოფითობის უშეღავათო და შიშისმომგვრელი სიმძიმე უიმედობის წიაღში დანთქმითა, თუ დაძირვით იმუქრება, როცა ნერვი გაწყვეტამდეა გალეული, პიროვნული ღირსების გენეტიკური კოდი გვკარნახობს, - უბრძოლველად არ დანებდე, იოლად არ დაუჩოქო, ქედი არ მოუხარო და არ შეურიგდე ბედის ბორბლის უკუღმა ბრუნვას.
 ხოლო, უმთავრესი და უპირველესი მაინც საკუთარ არსებაში იმ ციური შუქის, ღვთიური სითბოსა და ხისტი სინამდვილის ლირიკული ხედვის იშვიათი უნარის გადარჩენაა, თვითეული მოკვდავის დამოუკიდებელ, ინდივიდუალურ აზრისს რომ ძერწავს...
 ნანა ქელეხიძის ლექსებში ეს ცხადად იგრძნობა. ცხადად იგრძნობა ლირიკული გმირის ტკივილიანი დღეებისა თუ უძილო, დარდით მდიდარი ღამეების ნერვული ფეთქვა და გრძნობათა ფეთქებადი გრადაციები "-რედაქტორის წინასიტყვაობიდან

მეტის ნახვა

კატეგორიები

წიგნის მახასიათებლები

ISBN9789941451454
გამომცემლობასაუნჯე
გვერდები111
გამოცემის წელი2014