ბრონქსური ისტორია 
ოქროსუბნურად

რეიტინგი

5 / 5

ნახვა

6767

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

გამომცემლობა

ინტელექტი

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

"ლადო კილასონიას პირველად ლიტერატურული გაზეთის ძველ რედაქციაში შევხვდი. ყიფშიძეზე. ფანჯარასთან იდგა. რავი, ახლა აღარ მახსოვს, რა ამბავი იყო, ალბათ, ჰონორარზე ვიყავით მისულები. იმავე ლიტერატურული გაზეთის ფოტოდან ვიცანი, ლადოს მოთხრობები მომეწონა და ფოტოც ამიტომ დამამახსოვრდა. „შენ პლეხანოველი ხარ-მეთქი, ხო?“ – ვკითხე. ზუსტად მოვარტყი. „პლეხანოვი“, ოქროს უბანი, ვაგზლის მოედანი, „დინამოს“ სტადიონი, მუშტაიდის ბაღი – ასე ნაცნობი და ახლობელი მტკვარგაღმა უბნები, ათასჯერ რომ გვიბოდიალია იქ მთვრალებს თუ ფხიზლებს, თითქოს ყველაფერი ნაცნობია, სინამდვილეში კი ყოველ იტალიურ ეზოს, ყოველი სახლის თაღსა და კუთხეს თავისი განუმეორებელი სურნელი მოჰყვება, თავისი განუმეორებელი იდუმალება ახლავს და დღემდე ათას სისხლიან ამბავსა და ტრაგედიას ინახავს გულში საიდუმლოდ. აი, სწორედ ეს გაღმური იდუმალება და ამბები მოდიოდა ლადო კილასონიას მოთხრობებიდან და მაგიტომაც მივხვდი, თორემ მკითხავი კი არა ვარ. „კიო, – ლადომ, – გაღმელი ვარ, ოქროსუბნელიო...“ ეგ იყო და დავმეგობრდით, დღემდე ვმეგობრობთ. წლებია უკვე. ძალიან მნიშვნელოვანია, როცა კაცმა, მერე შემოქმედმა და ხელოვანმა კაცმა, თავისი ძირი და ფესვი იცის, იცის – ვინ არის, საიდან მოდის და რატომ, როგორ უყვარს და სძულს ერთდროულად ეს ყველაფერი. ლადო კილასონიას მოთხრობებში ეს მაგრად იგრძნობა: მოყოლებული მშობლიური სენაკიდან და ნოქალაქევიდან – ოქროსუბნის არანაკლებ მშობლიური ჩიხებით დამთავრებული. გავბედავ და ამ კრებულიდან ჩემს ფავორიტ რამდენიმე მოთხრობის სათაურსაც მოგახსენებთ: „ლელა“, „ცისფერი იზოლენტით გადახვეული ავტომატი“, „ცალთვალა“, „ორატა“ და „ბლაგვად დარტყმული დანა“. აბა, ნახეთ თქვენც..." (ბექა ქურხულის წინასიტყვაობიდან)

მეტის ნახვა

კატეგორიები

წიგნის მახასიათებლები

ISBN978-9941-458-12-5
გამომცემლობაინტელექტი
გვერდები252
გამოცემის წელი2014