შინ დაბრუნება
რეიტინგი
5 / 5
ნახვა
3201
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
მარინა თექთუმანიძე
გამომცემლობა
უსტარი
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
"მარინა თექთუმანიძის პოეზია სავსეა ადამიანური სიკეთითა და მშვენიერებით. თვითონაც ასეთივეა და ცხადია, ლექსებიც რომ ავტორს დამსგავსებიან. ოღონდ ყველა შემთხვევაში არ ხდება ხოლმე ასე: ზოგჯერ ადამიანები იმაზე წერენ, როგორებიც უნდათ, რომ იყვნენ, უფრო სწორად, როგორც უნდათ, რომ გამოიყურებოდნენ სხვების თვალში. მარინას დასამალი არაფერი აქვს _ ალალია და ბედნიერი ამ სიალალით, თუ რამეს არ იტყვის, ან მარტო მინიშნებით მიანიშნებს, მხოლოდ იმიტომ, რომ სხვას, მეორე ადამიანს გული არ ატკინოს. მოფრთხილების დიდი ნიჭი აქვს და ეს ნიჭი ისეა გაიშვიათებული ჩვენს დღევანდელ ცხოვრებაში, ლამის სანთლით საძებნელი გაგვხდომია. არაერთი ადამიანი დაუკვალიანებია. ჩემი თაობის ბევრ გამოცდილ ლიტერატორს მისი სიკეთე მთელი ცხოვრება მოგვყვება იმ დროიდან, როცა ის მოსწავლეთა გაზეთ `ნერგის“ რედაქტორი იყო და, უმეტესად, ჩვენი ნაწერებით, ჯერ კიდევ ბავშვური და გაურანდავი სტრიქონებით ხარობდა, თავის ლექსებზე კი სიტყვა არ დასცდენია. ჩუმად წერდა და თითქმის არავის აკითხებდა. მერე, გამოქვეყნება რომ დაიწყო, მართალი გითხრათ, გაოცებული დავრჩი: ადამიანი, რომელიც თავისი ნიჭით უამრავ ვინმეს არაფრით არ ჩამოუვარდებოდა, როგორ ახერხებდა, ეს პოეტური ნიმუშები ასე საგულდაგულოდ დაემალა და არც არავინ შეეწუხებინა, თორემ იმდენი სიკეთე აქვს გაკეთებული, რომ ქომაგი და გულშემატკივარი მხოლოდ ამის გამოც არ მოაკლდებოდა. მარინა თექთუმანიძის ფრაზა მსუბუქი და ხავერდოვანია. ის სათქმელს ძირითადად ნახევარტონებში გადმოსცემს, რომელთა მიღმაც დიდი ადამიანური გამოცდილება და სიმარტოვე იგულისხმება. საგანგებოდ არასოდეს გადატვირთავს ლექსს მხატვრული სახეებით, მაგრამ თვითონ ლექსი, როცა კითხულობ, ერთიანი და უაღრესად ტევადი მხატვრული სახეა. ამიტომაც ეს პატარა წიგნი გაუნელებელი ინტერესით იკითხება და ვფიქრობ, ნამდვილი პოეზიის, ადამიანური განცდების მრავალშრეანობის მოყვარულ მკითხველს გულგრილს ვერ დატოვებს. " გიორგი ლობჟანიძე
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები