მე წიგნის გმირი ვარ

რეიტინგი

4 / 5

ნახვა

5361

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

გამომცემლობა

ALONI

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

„მე წიგნის გმირი ვარ. ჩემს წიგნში - მე მას ბიოგრაფიულ რუკასაც ვუწოდებ - ზუსტად მიწერია ჩემი ბედისწერა. იქ მატარებელივით მივიწევ წინ. ჩემი ცხოვრების ხაზი ამ წიგნის ყველა თავში უცვლელი რჩება. დღე, როდესაც მავანი მკითხველი ამ მარშრუტს აირჩევს, ჩემი დაბადების დღეა.“ მწერალი, ფილოსოფოსი, ენათმეცნიერი გივი მარგველაშვილი _ დაიბადა 1927 წლის 14 დეკემბერს ქ. ბერლინში, ქართველი ემიგრანტების ოჯახში. 1946 წლის თებერვალში მამა-შვილი მარგველაშვილები საბჭოთა სპეცსამსახურების მუშაკებმა მოიტაცეს. ტიტე მარგველაშვილი 1946 წლის 17 ოქტომბერს დახვრიტეს საქართველოში. გივი კი ზაქსენჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკში (რომელსაც ამ დროს საბჭოთა კავშირი აკონტროლებდა) წელიწადნახევრიანი პატიმრობის შემდეგ თბილისში გადმოაგზავნეს, სადაც ცხოვრობდა და მუშაობდა 1992 წლამდე. მრავალი წლის მანძილზე იგი ასწავლიდა გერმანულ და ინგლისურ ენებს უცხო ენათა ინსტიტუტში, 1971 წლიდან კი მუშაობდა ფილოსოფიის ინსტიტუტში. 1992-2011 წლებში ცხოვრობდა გერმანიაში, ქ. ბერლინში. 2011 წელს დაბრუნდა საქართველოში და ცხოვრობს თბილისში. გივი მარგველაშვილი ავტორია თორმეტამდე რომანის, რამდენიმე პიესის, მრავალი მოთხრობის, ლექსის და მინიატურისა. მისი წიგნები გამოცემულია გერმანულ, ქართულ და რუსულ ენებზე.

მეტის ნახვა

წიგნის მახასიათებლები

გამომცემლობაALONI
გვერდები199
გამოცემის წელი2014