იტვირთება...

ვცადე

ივა ფეზუაშვილი

2014 წელი | ინტელექტი
6,983 ნახვა
3.85
(0 რეცენზია /18 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
2.5
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
პირველი წიგნი, კაცმა რომ თქვას, დებიუტანტი ავტორის გაცნობისაა, სახელი და გვარი თუ დაგვამახსოვრა, უკვე დიდი საქმეა. ისეთი სადებიუტო კრებულებიც ვიცით, მართლა იშვიათი და საკვირველი ამბავი რომ უხარებიათ – ნამდვილი მწერლის დაბადების ამბავი. მე მგონი, არ უნდა მეშლებოდეს – ეს წიგნი ამგვარი შემთხვევაა. ამ ხუთი მოთხრობიდან ერთ-ერთი – ცა, ჩვენს ჟურნალში რომ დაიბეჭდა, მაშინ დავწერე: არილს ბევრი ახალგაზრდა გამოუყვანია ლიტერატურულ ასპარეზზე, მათგან საამაყოდ და თავის მოსაწონებლად რამდენიმე შემოგვრჩა და ისეთი ეჭვი მაქვს, ხვალ ივა ფეზუაშვილიც იმათ რიგში ჩადგება-მეთქი. ჩემდა სასიხარულოდ, რაც დრო გადის, უფრო და უფრო მიმტკიცდება ეს ეჭვი. (შადიმან შამანაძე) „გამორჩეულია“, „ორიგინალურია“, „კარგი იუმორი აქვს“, – ასე შევაფასეთ ჟიურის წევრებმა სტუდენტურ კონკურსზე პირველ საპრიზო ადგილზე გასული ივა ფეზუაშვილის მოთხრობა. მას შემდეგ რამდენიმე წელი გავიდა და ივას ყოველი ახალი ტექსტის წაკითხვისას ვფიქრობდი, რომ ისინი წააგავდა კიბის საფეხურებს, კიბეს, რომელიც ცას უნდა მიადგა... და ცოტა ხანში ცაც გამოჩნდა, მოთხრობა, რომელმაც ტრადიციულად ჩამითრია, ჯერ ამბავს მომიყვა, დამაჯერა, მაცინა, გამაოცა და ბოლოს ისე მომიჭირა კისერში, მერე სადღაც გულთან, რომ მიწას დავხედე, ცას ავხედე და გავიფიქრე: „რა მაგარია, რომ ასე წერს!.." (თეონა დოლენჯაშვილი)
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ

ელ. წიგნის მახასიათებლები
ISBN - 13:
978-9941-458-10-1
სათაური:
ვცადე
გამომცემელი:
გამოცემის თარიღი:
2014
გვერდები:
174
კატეგორია:
მოთხრობა
ნახვები:
6983
რეიტინგი:
3,85
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(18) რეცენზია
3.85
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [11]
  • 4
    [1]
  • 3
    [2]
  • 2
    [1]
  • 1
    [3]