მას ერქვა ვატანაბე
რეიტინგი
2 / 5
ნახვა
5011
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
ინა არჩუაშვილი
გამომცემლობა
ინტელექტი
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
ინა არჩუაშვილის ყველა ნოველა, რომელმაც მის ახალ წიგნში მოიყარა თავი, თითქოს შეთქმულივით ცდილობს, ბოლომდე, ამ კრებულის ბოლო გვერდამდე, არ გაამხილოს ის, რისთვისაც წლების განმავლობაში იწერებოდა. მაინც რა არის ეს? – დაუმთავრებელი და ბოლომდე ამოუცნობი, ამოუხსნელი ადამიანური ვნებები? იმ წუთას დაუფასებელი, მერე კი მთელი ცხოვრების საფიქრალად ქცეული წამები? ან იქნებ უბრალო ისტორიები, ყოველდღიურად რომ ხდება და გვესმის, მაგრამ მხოლოდ კარგ მწერალს შეუძლია, თვალნათლივ დაგვანახოს და განგვაცდევინოს. ოსტატობასთან ერთად წიგნის მთავარი ღირსება სწორედ სისადავე და ბუნებრიობაა, რომელიც არასდროს ღალატობს ავტორს, მაშინაც კი, როცა ამბებითა და პერსონაჟებით ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ ორ ნოველას: მგზავრის წერილები და სექსის გაკვეთილები – წერს. და კიდევ, კითხვის დროს თითქოს ყოველ სტრიქონში ჩაგესმის ვატანაბეს ჟღრიალა, არავის მსგავსი ხმით: „ცეცხლი დავანთე. განა ეს კარგი არ არის?“
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები