ზნენი სამამაცონი
რეიტინგი
5 / 5
ნახვა
5319
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
კობა ჭუმბურიძე
გამომცემლობა
აზრი
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
კულტურულ და სამეცნიერო ღირებულებასთან ერთად, ქართული საბრძოლო ხელოვნება მომავალი თაობის ფიზიკური და ზნეობრივი წრთობის უნიკალური საშუალებაა. ნათელია, თუ რაოდენ აუცილებელია ჩვენი მომავალი თაობისათვის იმის გაცნობიერება, რომ იგი მემკვიდრეა ისეთი კულტურისა, რომლის ჩანაცვლებაც ქართული ხასიათისთვის უცხო აღმოსავლურ-დასავლური სისტემებით არავითარ საჭიროებას არ წარმოადგენს. ვიმედოვნებთ, ეს წიგნი გარკვეულ წარმოდგენას შექმნის კვლევის საგანზე და როგორც კი ჩვენს ქვეყანაში გაჩნდება სათანადო პირობები, ამ საქმესაც მოევლება. ჩვენს მოვალეობად გვესახება მხოლოდ საკითხის წამოწევა, პირველი საყრდენის შექმნა, მოკრება იმისა, რაც იმ დრომდე შესაძლოა დაიკარგოს და აგრეთვე, თუ გნებავთ, მკვლევართა „წაქეზება“ ამ მიმართულებით. ნაშრომი მნიშვნელოვან სამსახურს გაუწევს აგრეთვე იმ მწვრთნელებს, რომელთაც სურთ მუშაობა ამ მიმართულებით, უკვე გახსნილი აქვთ, ან აპირებენ გახსნან ქართული საბრძოლო ხელოვნების შემსწავლელი კლუბები თუ წრეები.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები