იტვირთება...

სიცილია გვალვაში

მიხეილ ანთაძე

6,196 ნახვა
3
(0 რეცენზია /2 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
5
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
მიხეილ ანთაძის „სიცილია გვალვაში“ კლასიკური ტიპის რომანია, სადაც შემეცნება, აზრი, ინტელექტი, ცნობისმოყვარეობასა და თამაშთან ერთად უცნაურ, მოულოდნელ, მაგრამ აუცილებელ სიმბიოზსა თუ სინთეზს ქმნის. ამ გრანდ-ოპუსის გაცნობით ბევრ რამეს გაიგებთ, მიხვდებით და დიდ სიამოვნებასაც მიიღებთ. რომენი ყოფიერებასთან უსერიოზულესი თამაშია და ამ აზრით იგი აგრძელებს არა მარტო ქართული კლასიკური რომანის ტრადიციებს, არამედ იმავდროულად ევროპული ნარატიული ხელოვნების ღვიძლი შვილიცაა. თქვენ აქ შეხვდებით კლასიკურ ტიპაჟებს, როგორებიც არიან ლუიჯი პირანდელო, დონ ბიბი სირაკუზა და კარდინალი მიქელე საკი. გაეცნობით ერთი შეხედვით უმნიშვნელო და შემთხვევით პერსონაჟებსაც. რომანის მთავარი გმირები (განსაკუთრებით დონ ბიბი სირაკუზა და კარდინალი საკი) ცდილობენ დანარჩენებზე გავლენის მოხდენას ისე, რომ მათ გარკვეული ქმედებისკენ უბიძგონ. სიუჟეტური ხაზის მძაფრი და დრამატული განვითარება, შინაგანად დაძაბული და მრავლიმთქმელი დიალოგები, არაცნობიერის ძალუმი გამოვლინება, ისტორიულ-ფსიქოლოგიური სინამდვილისა და სიმართლის შეგრძნება მკითხველს მთელი რომანის მანძილზე გასდევს. სიუჟეტის თითქოსდა ყველაზე ანომალურიური გადახრებიც კი მხატვრულად მოტივირებული აღმოჩნდება.
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ
სიცილია ერთგვარი მარადიული პარადიგმაა, რომელიც შეიძლება ნებისმიერი განედის ქვეყანას მიუდგეს. მიხეილ ანთაძის რომანში „სიცილია გვალვაში“ ეს იმდენად ხელშესახებად იგრძნობა, რომ ავტორის პირადი კონკრეტულ-პოლიტიკური სიმპატია-ანტიპატიებიც კი იოლი გასარჩევია. კულტურა, როგორც ადამიანური სამყაროს მაკონსტრუირებელი აუცილებელი ელემენტი, მყიფეა და მოკლეფესვებიანი. ადამიანს, როგორც ინდივიდუალურად, ისე სოციალური თანაცხოვრების თვალსაზრისით ძალზე მოკლე დროში შეუძლია დაივიწყოს საკუტარი კულტურუ;ი არსება და მომენტალური დეგრადაცია განიცადოს. ადამიანს დროებით ან სამუდამოდ სიგიჟემ დარია ხელი. მაფიის მთელი ხელოვნება სწორედ ამ სიგიჟის დოზირებაშია.თანაც ამ მდგომარეობას ადამიანი მხოლოდ გარეგანი ზემოქმედებით ვერ მიაღწევს, თავად მასში უნდა გაიღვიძონ მიყურსულმა ბოროტმა ძალებმა, ბოროტმა ენთუზიაზმმა, მკვლელობითმა ოცნებამ. და მაინც, საბოლოოდ შხამის მოქმედებამ უნდა გაიაროს. ყველაფერი საწყის მდგომარეობას უნდა დაუბრუნდეს. გამოფხიზლების პროცესი კი ძალზე მზიმეა. რომანში ეს კარგადაა ნაჩვენები. თუკი მოისურვებთ ამ მოჯადოებული წრის სწორად მონიშვნას და მეტ-ნაკლები ადეკვატურობით აღწერას, დაინახავთ, რომ ცხოვრების მოთვინიერების ყველა ამ მცდელობას ერთი რამ აერთიანებს - ყოფიერის (ადამიანის) მყოფობა არანამდვილობის მოდუსში. თანაც თითოეულ ონტოლოგიურ რეგიონს არანამდვილობის თავისი ინდივიდუალური მოდუსი აქვს. მაფიის ბატონობის პირობებში ყოფიერების არანამდვილობის განცდა საოცრად მძაფრია. იგი არამარტო რიგითი წევრის (მცხოვრების) ცნობიერებას ეუფლება, არამედ მაფიის ლიდერებისაც. თუ შეიძლება ასე ითქვას, არანამდვილობა მთლიანად განსმჭვალავს მათ არსებობას. მაფიის მთელი ზალა იმაშია, რომ მას პრაქტიკულად უსასრულოდ შეუძლია საზოგადოება ამ მდგომარეობაში ამყოფოს. აქ ისეთივე ეფექტი მოქმედებს, როგორც უსასრულო უფსკრულში ვარდნისას. მიხეილ ანთაძის „სიცილია გვალვაში“ კლასიკური ტიპის რომანია, სადაც შემეცნება, აზრი, ინტელექტი, ცნობისმოყვარეობასა და თამაშთან ერთად უცნაურ, მოულოდნელ, მაგრამ აუცილებელ სიმბიოზსა თუ სინთეზს ქმნის. ამ გრანდ-ოპუსის გაცნობით ბევრ რამეს გაიგებთ, მიხვდებით და დიდ სიამოვნებასაც მიიღებთ. რომენი ყოფიერებასთან უსერიოზულესი თამაშია და ამ აზრით იგი აგრძელებს არა მარტო ქართული კლასიკური რომანის ტრადიციებს, არამედ იმავდროულად ევროპული ნარატიული ხელოვნების ღვიძლი შვილიცაა. თქვენ აქ შეხვდებით კლასიკურ ტიპაჟებს, როგორებიც არიან ლუიჯი პირანდელო, დონ ბიბი სირაკუზა და კარდინალი მიქელე საკი. გაეცნობით ერთი შეხედვით უმნიშვნელო და შემთხვევით პერსონაჟებსაც. რომანის მთავარი გმირები (განსაკუთრებით დონ ბიბი სირაკუზა და კარდინალი საკი) ცდილობენ დანარჩენებზე გავლენის მოხდენას ისე, რომ მათ გარკვეული ქმედებისკენ უბიძგონ. სიუჟეტური ხაზის მძაფრი და დრამატული განვითარება, შინაგანად დაძაბული და მრავლიმთქმელი დიალოგები, არაცნობიერის ძალუმი გამოვლინება, ისტორიულ-ფსიქოლოგიური სინამდვილისა და სიმართლის შეგრძნება მკითხველს მთელი რომანის მანძილზე გასდევს. სიუჟეტის თითქოსდა ყველაზე ანომალურიური გადახრებიც კი მხატვრულად მოტივირებული აღმოჩნდება.
ელ. წიგნის მახასიათებლები
ISBN - 13:
978-9941-0-7282-6
სათაური:
სიცილია გვალვაში
გამოცემის თარიღი:
2014
გვერდები:
800
კატეგორია:
რომანი
ნახვები:
6196
რეიტინგი:
3
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(2) რეცენზია
3
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [1]
  • 4
    [0]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [1]