ქვიშის ტალღები

რეიტინგი

4 / 5

ნახვა

1463

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

გამომცემლობა

მერწყული

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

მკვლევარისა და არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორის, ფილოლოგიის დოქტორის, ვიქტორია ჯუღელის ”ქვიშის ტალღები” (გამომცემლობა ”სეზანი”) ავტორის მიერ გამოცემული პირველი პოეტური კრებულია. იგი მოიცავს ქართულ და რუსულ ლექსებს, დაწერილს უკანასკნელი 23 წლის განმავლობაში, მათ შორის, სასიყვარულო, ფილოსოფიურ, ქალაქურ პოეზიას, პაროდიებს, მინიატურებს და სხვ. ვიქტორიას სტილი არაერთგვაროვანია. მის შემოქმედებაში წარმოდგენილია ვერლიბრი, რუბაიები, ურითმო და რითმიანი სტროფები, რომლებშიც ”თავისუფლების ნათელი ფუნჯით”, ყოველგვარი ხელოვნურობის გარეშე, ექსპრესიულად არის გადმოცემული გულწრფელი, ღრმა გრძნობები, აღწერილი როგორც ქალის, ისე მამაკაცის თვალსაწიერიდან. ამასთანავე, ნაჩვენებია საზოგადოების შური და დაუნდობლობა, ამ სამყაროს ჯოჯოხეთად რომ აქცევს. ამ მსუბუქ და ჰაეროვან ლექსებში მოქმედება, უფრო ხშირად, დროისაგან თავისუფალია და ყველა ეპოქაში შეიძლება ჩაეწეროს. მათში გამოყენებულია ისეთი პოეტური ხერხები, როგორიცაა აკროსტიხი, ზმა, ომონიმები (რომელთა ორივე მნიშვნელობა მოიაზრება სტრიქონში), გაპიროვნება, გამეორება, ალეგორია და ა.შ. ზოგჯერ ორიგინალურად, ტექსტის შემდეგ გვხვდება სათაურები და ეპიგრაფები. აღსანიშნავია, რომ 2014 წელს ამ ავტორის რუსულმა ლექსებმა მოიპოვა ნომინაცია „Поэт года 2014“, 2015 წელს კი „Наследие 2015“. ამასთან, რამდენიმე მათგანი გამოიცა კიდეც ამავე სახელწოდების მქონე კრებულის, „Поэт года 2014“, 62-ე ტომში, რამდენიმე კი, უკვე დაკაბადონებული, ელოდება დღის სინათლის ხილვას კრებულ „Наследие“-ს მე-11-ე ტომში. ელგამოცემა შეიცავს წიგნისათვის დართულ ილუსტრაციებსაც, თუმცა ყველაზე მშვენიერი ნახატები მასში შეტანილი არ არის და მასთან შედარებით წიგნი უფრო სრული და სრულყოფილია.

მეტის ნახვა

კატეგორიები

წიგნის მახასიათებლები

ISBN978-9941-0-7131-7
გამომცემლობამერწყული
გვერდები112
გამოცემის წელი2014