თამაში "თამაშის" გარეშე
რეიტინგი
4.8 / 5
ნახვა
9509
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
ია ფარულავა
გამომცემლობა
Ishtar
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
ცნობილი ქართველი მსახიობი და ტელესახე ია ფარულავა მიხაილ ჩეხოვის და გიორგი ჟდანოვის სამსახიობო ტექნიკის გაადვილებულ და მოდიფიცირებულ ვარიანტს გვათავაზობს. ია ფარულავა 1992 წლიდან 1998 წლამდე მუშაობდა გიორგი ჟდანოვის სამსახიობო ლაბორატორიაში ქალაქ ლოს-ანჟელესში. ნიჭიერი არამსახიობი ადამიანი, დამწყები თუ უკვე პროფესიონალი მსახიობი უამრავ საინტერესო სავარჯიშოს გაეცნობა ელ.წიგნში, რომელსაც სიამოვნებით გამოიყენებს ცხოვრებაში, კამერის წინ თუ სცენაზე. ელ.წიგნში მოყვანილი 21 სამსახიობო ინსტრუმენტი როგორ ასწავლის დაინტერესებულ პირს, თუ როგორ გადავიდეს შემოქმედებითი შთაგონების მდგომარეობაში-ერთგვარი ტრანსული მდგომარეობა, რომელიც ინსპირაციული ენერგიით აღავსებს ნიჭიერ ადამიანს, გამორთოს კალკულატორული გონება, გააძლიეროს კონცენტრაცია, გამოღვიძოს ემოციები და ა.შ. ასევე დიდი ეფექტი აქვს სავარჯიშოებს; სისუბუქე და თავისუფლება, ზეციური სფერო, წყაროში შეერთება, გამოსხივება, ცეცხლის გაღვივება, ცეცხლით აღდგინება, გამოქვაბულის კაცის სტრატეგია (ავტორის მიერ მიგნებული იარაღი) ფერების გამოსხივება (ავტორის მიერ მიგნებული იარაღი) და ა.შ წიგნში მოყვანილი ზოგიერთი სავარჯიშო დადებით ეფექტს ახდენს ნერვულ სისტემაზე, ამშვიდებს მას და აღვიძებს აქამდე შეუცნობელ იმპულსებს და ამიტომაც შესაძლებელია და რეკომედირებულია მათი გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები