იტვირთება...

სულის განთავისუფლება

ნორა სიხარულიძე

2008 წელი | nora sixarulidze
2,671 ნახვა
5
(0 რეცენზია /0 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
3
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
წინამდებარე წიგნში წარმოდგენილია ნორა სიხარულიძის ორი მოთხრობა -,,სარკმელი” და ,,სულის განთავისუფლება”. განსხვავებული სიუჟეტების მიუხედავად, ორივე მათგანი ადამიანის სულში დატრიალებულ დრამატულ მოვლენებზე მოგვითხრობს. ავტორი დინჯი და ყურადღებიანი ანალიტიკოსის თვალით აკვირდება პიროვნების შინაგან ცხოვრებას და დამაჯერებლად წარმოაჩენს რეალურ ყოფასთან მისი კონფლიქტური დამოკიდებულების ფსიქოლოგიურ მოტივებს. გამოცდილმა მკითხველმა კარგად უწყის, თუ რაოდენ რთული და შრომატევადია მსგავსი ამოცანის გადაწყვეტა. მაგრამ გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ნორა სიხარულიძის სამწერლო დებიუტი ამ მხრივ წარმატებული აღმოჩნდა. ეს ალბათ, იმითაც არის განპირობებული, რომ ავტორი ხაზგასმული ნდობითა და პატივისცემით ეკიდება ლიტერატურულ ტრადიციას და შემოქმედებითად უდგება ხანგრძლივი დროის განმავლობაში დაგროვილ პოზიტიურ გამოცდილებას.
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ
წინამდებარე წიგნში წარმოდგენილია ნორა სიხარულიძის ორი მოთხრობა -,,სარკმელი” და ,,სულის განთავისუფლება”. განსხვავებული სიუჟეტების მიუხედავად, ორივე მათგანი ადამიანის სულში დატრიალებულ დრამატულ მოვლენებზე მოგვითხრობს. ავტორი დინჯი და ყურადღებიანი ანალიტიკოსის თვალით აკვირდება პიროვნების შინაგან ცხოვრებას და დამაჯერებლად წარმოაჩენს რეალურ ყოფასთან მისი კონფლიქტური დამოკიდებულების ფსიქოლოგიურ მოტივებს. გამოცდილმა მკითხველმა კარგად უწყის, თუ რაოდენ რთული და შრომატევადია მსგავსი ამოცანის გადაწყვეტა. მაგრამ გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ნორა სიხარულიძის სამწერლო დებიუტი ამ მხრივ წარმატებული აღმოჩნდა. ეს ალბათ, იმითაც არის განპირობებული, რომ ავტორი ხაზგასმული ნდობითა და პატივისცემით ეკიდება ლიტერატურულ ტრადიციას და შემოქმედებითად უდგება ხანგრძლივი დროის განმავლობაში დაგროვილ პოზიტიურ გამოცდილებას. ნორა სიხარულიძეს ღრმად აქვს გააზრებული, რომ ადამიანის სულიერი სამყარო გაცილებით ღრმა და მრავალფეროვანია, ვიდრე ეს პიროვნების გარეგან ქცევაშია გამოხატული. ნათქვამის საილუსტრაციოდ მეტად საინტერესო მასალას იძლევა ,,სარკმელი”. პერსონაჟის ფსიქოლოგიური პოტრეტის ხატვის პროცესი აქ ორ სიბრტყეზე მიმდინარეობს: ერთია – გარეგნული ფაქტურა, რომელიც მთხრობელის ,,ობიექტური თვალით” არის დანახული და მეორე – თვით პერსონაჟის მიერ ,,შეთხზული” ქმნილება, საიდანაც თვალსაჩინოდ მოსჩანს ადამიანის ფარულ ვნებათა უმძაფრესი რყევები. საგულისხმოა, რომ ეს პრინციპი, რომელსაც პირობითად ,,მოთხრობა მოთხრობაში” შეიძლება ვუწოდოთ, როგორც წესი მხოლოდ რთული და მრავალმხრიანი მხატვრული სტრუქტურის პირობებში რეალიზდება, რაც ავტორისაგან პროფესიონალიზმის განსაზღვრულ ხარისხს მოითხოვს. ნორა სიხარულიძის პერსონაჟებს მეტწილად რომანტიკული ელფერი დაკრავთ. ამასთან ერთად, მათ სახეზე ადამიანურ ღირებულებათა გაუფასურებით აღძრული აშკარა ტკივილიც არის აღბეჭდილი. ,,მზე დაიღალა უაზრო ბრძოლის ცქერითო”- შენიშნავს ერთგან ავტორი და რა გასაკვირია, რომ ეს ,,უაზრო ბრძოლა” ადამიანისთვისაც ერთობ მძიმედ ასატანია. ფაქიზი და მგრძნობიარე სულისათვის ხომ არაფერია უფრო გამანადგურებელი, ვიდრე ცხოვრების უსამართლო გამოწვევა ,,უაზრო ბრძოლაში”...
ელ. წიგნის მახასიათებლები
სათაური:
სულის განთავისუფლება
გამომცემელი:
გამოცემის თარიღი:
2008
გვერდები:
143
კატეგორია:
მოთხრობა
ნახვები:
2671
რეიტინგი:
5
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(0) რეცენზია
5
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [0]
  • 4
    [0]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]