დაგვიანებული ცრემლები

რეიტინგი

4.8 / 5

ნახვა

4952

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

წინამდებარე წიგნი ქეთის პირველი მოკრძალებული სიტყვაა ქართულ მწერლობაში. დეტექტივი რეალობის ფესვზეა აღმოცენებული, უშუალობითა და უბრალოებით იპყრობს მკითხველის გულსა და გონებას. დეტექტივის გმირები ცხოვრებისეული ადამიანები არიან, ისინი იბრძვიან, იღწვიან, უყვართ, ენატრებათ, მარცხდებიან, იმარჯვებენ... ძნელია ადამიანმა გულგრილად წაიკითხო რომანის ფინალი. თითქოს ნაწარმოების ტრაგედია შენ თვითონ დაგატყდა თავს. ცხოვრების ულმობელი რისხვა გთრგუნავს და ასე დათრგუნული დაიარები დიდხანს. შეცდომითა და სიმახინჯით, მალვითა და შიშით ამქვეყნად მოვლენილი არსება ხდება ამდენი უბედურების მიზეზი... მშობლებთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სენტიმენტალური გრძნობები გადაფასებასა და გადასინჯვას მოითხოვს. საჭიროა გულწრფელობა, უშუალობა და თავმდაბლობა ამ ურთიერთობებში. მხოლოდ ამ ღირებულებებს შეეძლო აეცილებინა მოსალოდნელი უბედურებები. გზა დავულოცოთ ქეთის მშვენიერების იმ ტაძრისაკენ, რომელსაც მწერლობა და ჭეშმარიტი ხელოვნება ჰქვია.

მეტის ნახვა

კატეგორიები

წიგნის მახასიათებლები

ISBN978-9941-0-6456-2
გამომცემლობაქეთი ბეროშვილის წიგნები
გვერდები112
გამოცემის წელი2014