წვიმის ქალი

რეიტინგი

5 / 5

ნახვა

2405

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

თეოდორ შტორმი (14 სექტემბერი, 1817 - 4 ივლისი, 1888), რომელიც პოეტური რეალიზმის ერთ-ერთ უდიდეს წარმომადგენლად ითვლება, ნოველებისა და ლექსების გვერდით რამდენიმე ზღაპრის ავტორიცაა. სწორედ ერთ-ერთი მათგანია „წვიმის ქალი“, რომელსაც ავტორი, თავად, საკმაოდ ეიფორულად აფასებს: ეს ზღაპარი „არა მხოლოდ საუკეთესოა, რაც დამიწერია, არამედ თითქმის საუკეთესოთაგანია ამ სახის იმ ნაწარმოებთა შორის, რაც კი გერმანულ ენაზე შექმნილა". რა ხანია ქვეყანაზე გვალვა და საზარელი სიცხე გამეფებულა. ბოროტი კობოლდი, ცეცხლკაცა ეკენეპეკენი, სიხარულისაგან მინდორ-ველებზე ცეკვავს, წყაროებს აშრობს და მოსავალს ახმობს. ცხოველებსაც უწყლობით სული დაუღაფავთ. „წვიმის ქალ რეგენტრუდეს, როგორც ჩანს, ჩასძინებია, მაგრამ მისი გაღვიძება შესაძლებელია!“ - კარგად უწყის დედილო სტინემ და იცის, რომ ოდესმე აუცილებლად იწვიმებს. მდიდარ გლეხ ვიზენბაუერს კი ეს სასაცილოდ არ ჰყოფნის. ეს ხომ მხოლოდ ძველი ზღაპრებია! მაგრამ მარენი, ვიზენბაუერის ქალიშვილი, და ანდრესი, სტინეს ვაჟი, გადაწყვეტენ მოზებნონ წვიმის ქალი. გზას ისინი მიწისქვეშეთში მიჰყავს. და მართლაც, დამქანცველი ძებნის შემდეგ, მარენი არა მხოლოდ პოულობს წვიმის ქალს, არამედ მის გაღვიძებასაც შეძლებს. „წვიმის ქალი“ გერმანული კლასიკური ზღაპარია ბუნებასთან ადამიანების მჭიდრო კავშირზე.

მეტის ნახვა

კატეგორიები

წიგნის მახასიათებლები

ISBN978-9941-0-6969-7
გამომცემლობალიტერატურა პლიუსი
თარგმანიგერმანულიდან
მთარგმნელიირმა მარდალეიშვილი
გამოცემის წელი2014