ტექსტი და სიმართლე

რეიტინგი

5 / 5

ნახვა

8951

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

გამომცემლობა

აზრი

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

"ამ წიგნში ბოლო წლების მანძილზე დაწერილი კრიტიკული ესეები შევიტანე. თანამედროვე ქართული პროზა, პოეზია, თარგმანის საკითხები, ლიტერატურის პოლიტიკა, საგამომცემლო საქმე. პირობითად ასე შემიძლია განვსაზღვრო ამ წიგნის თემატური ველი და ის პრობლემები, რომლებიც ყველაზე მეტად მაღელვებდა თანამედროვე ქართულ ლიტერატურაზე ფიქრისას და წერისას. წიგნს „ტექსტი და სიმართლე“ დავარქვი, რადგან ჩემი აზრით, ყველაზე მეტად სწორედ სიმართლე, პასუხისმგებლობა და კრიტიკული აღმოჩენები აცოცხლებს ლიტერატურას. წიგნში სულ ოთხი რუბრიკაა – კრიტიკა და ლიტერატურის პოლიტიკა და ასევე დაკვირვებები: თანამედროვე ქართულ პროზაზე, პოეზიაზე და თარგმანზე. აქ ათეულობით ავტორს შეხვდებით, რომლებიც დღეს ახალ ლიტერატურას ქმნიან და ცდილობენ გააქარწყლონ არასწორი და ზერელე წარმოდგენები, მკითხველთა აკვიატებები იმის შესახებ, რომ ქართულ ენაზე მხოლოდ ერთი ან ორი მწერლის წაკითხვა ღირს. ეს ზერელობა და საქმის გამარტივება თანამედროვე ქართული ლიტერატურული პროცესის მთავარი სენია, რადგან მკითხველთა უმრავლესობა (და გამომცემელთა უმრავლესობაც) მხოლოდ ე.წ. „მეინსტრიმს“ კითხულობს, მასში ტრიალებს და არაფერს ეძებს ახალს, ვერანაირად ვერ უწყობს ხელს ახალი ხედვების გაჩენას. სწორედ ამიტომ, შევეცადე თანამედროვე ქართულ მწერლობაში, თარგმანში და ლიტერატურის პოლიტიკის ასპარეზზე მიმდინარე ძალზე საინტერესო თუ სახიფათო მოვლენების რაც შეიძლება ფართო სურათი მეჩვენებინა." მალხაზ ხარბედია

მეტის ნახვა

წიგნის მახასიათებლები

გამომცემლობააზრი
გამოცემის წელი2014