ნასისხლფასევი

რეიტინგი

4.5 / 5

ნახვა

3653

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

გამომცემლობა

ილიელი

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

ისააკ ბაბელი 1894 წელს დაიბადა ოდესაში, ხელმოცარული ებრაელი ვაჭრის ოჯახში. ნიჭიერ ბავშვს წიგნის სიყვარული და სიბრძნისაკენ ლტოლვა გენეტიკურად მოსდგამდა – ბაბუამისი რაბინი იყო. სიყმაწვილეშივე შეისწავლა რამდენიმე ენა და თავდაპირველად ფრანგულად დაიწყო მოთხრობების წერა. კომერციული სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, 1916 წლიდან, ბაბელი – უსამსახურო, უკაპეიკო, უპასპორტო – პეტერბურგშია და რედაქციებში ამაოდ დაძრწის: ყველა ურჩევს წერას თავი დაანებოს და დახლში ჩადგეს. წლისთავზე ხდება სასწაული – გორკი თავის ჟურნალში უბეჭდავს ორ მოთხრობას (მათი გამოქვეყნებისათვის ბაბელი სამართალში მისცეს: ბრალად დასდეს პორნოგრაფია და არსებული წყობილების დამხობის მცდელობა), შემდგომ კი „ხალხში“ მიავლენს. შვიდი წლის განმავლობაში ბაბელმა უამრავი რამ ნახა და განიცადა: იყო რუმინეთის ფრონტზე, იბრძოდა ბუდიონის ცხენოსანთა არმიაში, მსახურობდა ოდესის გუბკომში, რეპორტიორობდა პეტერბურგსა და თბილისში.

მეტის ნახვა

წიგნის მახასიათებლები

გამომცემლობაილიელი
თარგმანირუსულიდან
მთარგმნელითამაზ კვაჭანტირაძე
გამოცემის წელი0