ჯაშუში
რეიტინგი
4.5 / 5
ნახვა
7374
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
ჯეიმზ ფენიმორ კუპერი
გამომცემლობა
ელფის გამომცემლობა
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
"თუ ხალხს ისე მოვეპყრობით, როგორც ჩვეულებრივ მოკვდავთ, რომლებიც შეცდომებს უშვებენ და თავშეკავებულობას გამოვიჩენთ მათ მიმართ, თამამად შეგვიძლია იმედიანად ვიყოთ." _ წერს ამერიკელი მწერალი ჯეიმზ ფენიმორ კუპერი თავის რომანში `ჯაშუში", რომელიც მოგვითხრობს XVIII საუკუნის 70-იან წლებში ჩრდილო ამერიკული კოლონიების ბრძოლაზე ინგლისელ კოლონიზატორებთან. რომანის სიუჟეტი რამდენადმე ეფუძნება კუპერის მეუღლის ოჯახის ისტორიას, რომელსაც პროინგლისური შეხედულებები ჰქონდა. მწერალი ამ რომანის გამოქვეყნებას დიდხანს აყოვნებდა. ფიქრობდა, რომ წიგნი, რომელშიც არ არის მოთხრობილი სასახლის ცხოვრება, რაინდების ტურნირები, მკითხველს, განსაკუთრებით კი ქალებს, არ დააინტერესებდა. არადა, პირიქით მოხდა. ამ რომანმა გამოსვლისთანავე დიდი პოპულარობა მოიპოვა და მსოფლიოს მრავალ ენაზე ითარგმნა. `ჩვენ დიდი ხანი ვოცნებობდით იმ დღეზე, როცა ამერიკულ ნიადაგზე და ამერიკული მასალით აშენდებოდა თანამედროვე ისტორიული რომანი მთელი თავისი ნაციონალური ძალითა და მომხიბვლელობით. კუპერის ეს რომანი სწორედ ამის დადასტურებაა.~ _ წერდა ჟურნალი "ჩრდილო ამერიკული ქრონიკები". მწერალმა ამ რომანით შექმნა მიმზიდველი ავანტიურისტულ-ისტორიული ნაწარმოები, რომლის მთავარი გმირიც, მეწვრილმანე ჰარვი ბირჩი მუდამ ბეწვის ხიდზე დადის. ამ შთამბეჭდავი პიროვნების როლი მხოლოდ რომანის დასასრულს იკვეთება.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები