დონ კიხოტის 
დაბრუნება

რეიტინგი

5 / 5

ნახვა

3450

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ინგლისელი მწერალი, უილიამ კით ჩესტერტონი, ქართველებისთვის სრულიად უცნობია. ეს არცაა გასაკვირი, რადგან მისი სოციალურ-პოლიტიკური ნაწარმოებები აბსოლუტურ წინააღმდეგობაშია კომუნისტურ იდეოლოგიასთან და, ბუნებრივია, ჩვენს უახლოეს წარსულში მას არავინ თარგმნიდა. განვლილ ცხოვრებაში მუდამ აზრის მაძიებელი მწერალი ორივე რომანში იმდენად საინტერესო ადამიანთა სპექტრს ეხება, რომ ნებისმიერი ინტელექტუალის გონებას დაიპყრობს. `ჩვენი შუა საუკუნეები ჯანსაღი იმიტომ იყო, რომ მათში ჭეშმარიტება იდო, დღეს კი სიცრუეში ჩავეფალით. არ ვამტკიცებ, რომ მაშინ ცოდვა ან ტანჯვა არ არსებობდა, მთავარი მაინც ის არის, რომ მათ თავის სახელებს არქმევდნენ. მუდმივად ვასალებსა და დესპოტებზე ვსაუბრობთ, მაგრამ ძალადობა და უთანასწორობა დღესაც არის და მათ ნამდვილ სახელებს ვერ ვარქმევთ, ვერ ვბედავთ. მათ დაცვას სახელების შეცვლით ვცდილობთ. მეფეს ვაღიარებთ, მაგრამ ვამბობთ, რომ მას მმართველობის უფლება არ აქვს. ლორდთა პალატა გვყავს, მაგრამ ვაღიარებთ, რომ იგი თემთა პალატის დონეზე არ დგას. როდესაც გლეხის ან მუშის გულის მოგება გვინდა, მათ ჯენტლმენებს ვუწოდებთ, ანუ ვიკონტთან ვაიგივებთ. როდესაც ვიკონტის მოხიბვლა გვინდა, იმისთვის ვაქებთ, რომ ტიტულის გარეშე ცხოვრება შეუძლია. მილიონერს მილიონებს ვუტოვებთ და უბრალოებას, უფრო ზუსტად, მოწყენილობას ვუქებთ, თითქოს ოქროს ბრწყინვალების გარდა სხვა რამ კარგიც ჰქონდეს... თანამედროვე სამყაროს ყავარჯნები იმის გამო შესთავაზეს, რომ ის უბრალოდ ხეიბარია!.. “_ წერს ერთგან მწერალი და ცდილობს, ჩვენს უამრავ კითხვაზე პასუხი გვაპოვნინოს. მათ შორის: რა ხდება, როცა ადამიანებს ცვლილებები სურთ? კვდება თუ არა რომანტიკა? არის კი შესაძლებელი აღმოსავლეთისა და დასავლეთის ერთიანობა? და სხვა.

მეტის ნახვა

წიგნის მახასიათებლები

ISBN978-9941-431-50-0
გამომცემლობაელფის გამომცემლობა
გვერდები248
თარგმანიინგლისურიდან
მთარგმნელიმ. გოჩაშვილი
გამოცემის წელი2013