იტვირთება...

ცდუნება ანუ გზააბნეული მგზავრი აღმოსავლეთიდან

დავით ბერიაშვილი

2014 წელი | დენისი
5,075 ნახვა
5
(0 რეცენზია /2 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
5
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
ამ ნაწარმოებში უნდა დავინახოთ ტრაგედია არა ერთი კონკრეტული პირისა, არამედ იმ თაობებისა, რომელთაც წლების მანძილზე გაუსაძლის გარემოში უწევდათ არსებობა, მაგრამ ასეთი ჯოჯოხეთური ყოფიდან გაქცევას, მაინც ვერა და ვერ ახერხებდნენ.
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ
ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ დავით ბერიაშვილის - "ცდუნება ანუ გზააბნეული მგზავრი აღმოსავლეთიდან," მართლაც თანადროული ნაწარმოებია, რომელშიც სიუჟეტი არაორდინალურად ვითარდება და საინტერესოდ იკითხება - ლამის ერთი ამოსუნთქვით, ალბათ ასეცაა დაწერილი. მწერალი თავის გულის თანაღრებაზე გვიყვება, მის ყოველ სტრიქონში ჩვენი ბედუკუღმართი ისტორია იძერწება, რომელიც გაგრძელებას სერბეთში (მაშინდელ იუგოსლავიაში) ჰპოვებს, რაც ერთგვარი მინიშნებაა საერთო ტრაგედიისა. პირდაპირ ვიტყვი, ჩემთვის სასიამოვნო მოულოდნელობა იყო ფაბულის ასეთი ოსტატობით შეკვრა, ავტორს აშკარად მწერლის ნიჭი მოსდგამს (თავად ხომ კარგი ჟურნალისტის ავტორიტეტი აქვს მოპოვებული), თორემ ასეთ რთულ ამოცანას, ადვილად ვით გაუმკლავდები კაცი. ვფიქრობ, ეს ნაწარმოები, ავტორის უდავო გამარჯვებაა და საინტერესო სიტყვაა ქართული მწერლობისათვის. ვულოცავ დავით ბერიაშვილს ამ წარმატებას და მკითხველს ვურჩევ, ნუ დაახანებს ამ წიგნის წაკითხვას, რამეთუ, დარწმუნებული ვარ, მისი გაცნობით, საკუთარ თავთან დარჩენილი კიდევ დიდხანს იფიქრებს მასზედ და არა მარტო იფიქრებს, გაითავისებს კიდეც. ნოდარ კობერიძე (მწერალი) ნიკო ნიკოლაძის, ნიკო ლორთქიფანიძის და დავით აღმაშენებლის პრემიათა ლაურეატი.
ელ. წიგნის მახასიათებლები
ISBN - 13:
978-9941-450-31-0
სათაური:
ცდუნება ანუ გზააბნეული მგზავრი აღმოსავლეთიდან
გამომცემელი:
გამოცემის თარიღი:
2014
გვერდები:
103
კატეგორია:
რომანი
ნახვები:
5075
რეიტინგი:
5
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(2) რეცენზია
5
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [2]
  • 4
    [0]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]