ილიჩის ჩამქრალი ნათურა
რეიტინგი
5 / 5
ნახვა
4879
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
ანდრეი პლატონოვი
გამომცემლობა
თეთრი გიორგი
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
ანდრეი პლატონოვის ცხოვრება და სამწერლო მოღვაწეობა რუსეთის ისტორიის ურთულეს პერიოდს დაემთხვა: ეს ის დრო იყო, როცა ბოლშევიკური ხელისუფლება ყველასგან, ყველაზე მეტად კი მწერლობისგან, აღფრთოვანებასა და ტაშისცემას მოითხოვდა და ყოველგვარ კრიტიკულ აზრს კრძალავდა. პლატონოვი პირველ ხანებში შერისხულთა სიაში არ მოხვედრილა. მაგრამ ასე იყო მხოლოდ 1929 წლამდე, როცა ჟურნალ „ოქტიაბრში“ გამოქვეყნდა მისი მოთხრობა „დაეჭვებული მაკარი“. სტალინმა ყურადღება მიაქცია ამ მოთხრობას და მიაწერა: „Талантливый писатель, но сволочь“. ზემოხსენებული ჟურნალის რედაქტორი ა. ფადეევი კი წერდა: „მე გამეპარა ა. პლატონოვის იდეურად ორაზროვანი მოთხრობა „დაეჭვებული მაკარი“, რის გამოც სტალინისაგან მაგრად მომხვდა, მოთხრობა ანარქისტულიაო“. მიუხედავად ამისა, პლატონოვი მეხოტბედ ვერ გარდაქმნეს. იგი მწერლის ჭეშმარიტი მოვალეობის ერთგული დარჩა. ამის დასტურია მოთხრობები, რომლებიც მომდევნო წლებში დაწერა და არამარტო რუსული, არამედ მსოფლიო ლიტერატურის შედევრებად არის მიჩნეული.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები