საათები

რეიტინგი

4 / 5

ნახვა

7298

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

გამომცემლობა

პალიტრა L

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

XX საუკუნის 20-იანი წლების ბრიტანეთი და მაიკლ კანინგემის მისტიკური თანაავტორი – მოწყენილი ვირჯინია ვულფი; მეორე მსოფლიო ომის შემდგომი ლოს-ანჯელესი და მშვენიერი დიასახლისი. და კიდევ ერთი ქალი – თანამედროვე ნიუ-იორკიდან. სამი ქალაქი, სამი ქალი, სამი ბედისწერა და წრეზე სვლა. გამუდმებით. სიყვარულისა თუ საკუთარი თავის ძიების პარადოქსები. ეს წიგნი დროში მოგზაურობა არ არის, ეს წიგნი სამი ცხოვრებაა. საკუთარი თავის მუდმივი ძიება და სიყვარულის წყურვილი. თხრობის მდორე ტემპში გამანადგურებლად ძლიერი ვნებები შეფარვით შემოდიან. წიგნში სიცოცხლე ბევრად რთულია, ვიდრე სიკვდილი, და თითოეული ეპიზოდი ბევრად მეტია, ვიდრე ერთი ამბავი. ჟესტები, მოძრაობა, სუნთქვა – დროსა და საათებში იღვრება და საკუთარი რიტმით მიედინება. ცხოვრება, ილუზიები, მოგონებები – საათებად იღვრება. ვიღაც ნიუ-იორკის ქუჩებში ეძებს თავისუფლებას, და წარსულის მოგონებებიდან ერთ ზაფხულზე ფიქრობს, როცა მაშინდელი საყვარლის სახლისკენ მიიჩქარის. სხვა ვინმე ქალი, რომელიც ბევრად ადრე ცხოვრობდა, ჯიბეს ქვებით აივსებს და მერე მდინარეში შეაბიჯებს. სულ სხვა მესამე კი ქმარს დაბადების დღეზე ტორტს უცხობს და სულ სხვა რამეებზე ფიქრობს. თითოეულ მათგანს დრო ანადგურებს – შემპარავად და შეუბრალებლად. და შესაძლოა, იარსებონ სულ სხვა პერსონაჟებმაც, რომლებიც მისის დოლოვეისა და თავად ვირჯინია ვულფის შეცდომებს ისევ გაიმეორებენ, და სულ სხვანაირად იცხოვრებენ; მათზე დაწერილ წიგნებსაც სულ სხვაგვარი ფინალი ექნება.

მეტის ნახვა

წიგნის მახასიათებლები

გამომცემლობაპალიტრა L
თარგმანიინგლისურიდან
მთარგმნელიდავით აკრიანი
გამოცემის წელი2014