თარგმანი და ორიგინალი

რეიტინგი

2 / 5

ნახვა

8734

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

გამომცემლობა

არტანუჯი

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

ლევან ბრეგაძის „თარგმანი და ორიგინალი“ მრავალმხრივ მნიშვნელოვანი წიგნია. უპირველესად იმის გამო, რომ პროფესიონალი კრიტიკოსისა და მთარგმნელის მიერაა დაწერილი. იშვიათია ასე ბუნებრივად ერწყმოდეს ერთმანეთს ავტორის გამოცდილება, ინტერესების მრავალფეროვნება და უამრავი სიღრმისეული საკითხის მარტივად, ფართო მკითხველისთვის გასაგებ ენაზე გადმოცემის უნარი. ლიტერატურული პროცესის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული უბნის – ქართულად და ქართულიდან თარგმნილი ნაწარმოებების – მიუკერძოებლად შეფასებას ისახავს მიზნად კრიტიკული წერილების ეს კრებული.  დღეს „კარგ ტონად“ ითვლება ხმამაღლა და დანანებით თქმა, რომ საქართველოში სალიტერატურო კრიტიკა არ არსებობს. ეს უარგუმენტო ნიჰილისტური ფრაზა, სინამდვილისადმი ზერელე, უპასუხისმგებლო დამოკიდებულების გამომხატველი, უკვე მომაბეზრებელი გახდა. თუნდაც ეს წიგნია იმის დასტური, რომ ამ სფეროში ისე სავალალოდ სულაც არა გვაქვს საქმე, როგორც უნდათ, რომ წარმოადგინონ.

მეტის ნახვა

წიგნის მახასიათებლები

ISBN978-9941-445-65-1
გამომცემლობაარტანუჯი
გვერდები332
გამოცემის წელი2014