გთხოვ სიყვარულში გამათამამო
შენა ხარ ჩემი ცა,ვარსკვლავეთი,
გალაქტიკებით,მთელი სამყარო,
გულში შემოდი,როგორც ქალღმერთი,
მსურს ხელის გულზე მარად გატარო.
შენ ჩემი სულის ტკბილო მალამო,
მსურს ეს სამყარო შემოგატრო,
მსურს დამიმშვენო დილა საღამო,
გთხოვ,-სიყვარულში გამათამამო.
შეუდარებო რას შეგადარო,-
შვებად მობრძანდი,რომ გამახარო,
ბედნიერებად,- რომ გამამრავლო,-
ვარსკვლავთვალება ლამაზო ქალო.
26.9.2014.