იტვირთება...

ენიგმა

ირაკლი ბათიაშვილი

2013 წელი | აზრი
3,795 ნახვა
5
(0 რეცენზია /2 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
0.99
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
ღვთაებრივი ლოგოსით და ძალით გასხივოსნებული სამყაროსეული ყოფიერება და ადამიანური „მე“-ს ყოფნა სამყაროში სიკვდილის გაურკვევლობის ფონზე... ჩემი შინაგანი ძიებების მარადიული თემა... მაგრამ რაში ვეძიო ამ გრანდიოზული ყოფიერების გამჭოლი საზრისი? არსებობს კი ასეთი რამ? სვამს კითხვას ირაკლი ბათიაშვილი, რომელიც საკუთარი პოლიტიკური საქმიანობისა და პატიმრობის შესახებ მოგვითხრობს ავტობიოგრაფიულ ესეისტურ პროზაში.
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ
მე მინდა ამ უცნაური ესეის ეპილოგი მივუძღვნა პოლიტიკას და კერძოდ, საქართველო-რუსეთის ურთიერთობის რთულ ფენომენს. რატომ? იმიტომ, რომ რუსეთის ფაქტორი, ცხადია, კვლავაც რჩება უაქტუალურეს და თითქმის საბედისწერო მნიშვნელობის რეალობად ჩვენი ქვეყნისთვის. განა შეიძლება ამას გვერდი ავუაროთ და რაღაცნაირი იგნორირება გავუკეთოთ, როდესაც ვფიქრობთ, ვშფოთავთ და ვმსჯელობთ საქართველოს მომავალზე?! ალბათ, ამ მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობის მძაფრი დრამატიზმის შედეგად ჩვენს ფსიქიკაში ჩამოყალიბდა თავისებური ჩრდილოური სინდრომიც კი: ტკივილი, შინაგანი ანტაგონიზმი, მტრობა და თან სიახლოვის განცდა. აი, ასეთი ამბივალენტურია ეს სინდრომი! როგორი დიალექტიკით ხასიათდება საქართველო-რუსეთის ურთიერთობის ისტორია! როგორად გვესახება მისი მომავალი აწმყოსა და წარსულის ფონზე?
 რა თქმა უნდა 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატი შემობრუნების წერტილია საქართველოს ისტორიაში. კარგი თუ ცუდი, ამაზე ჯერ არ ვლაპარაკობ! ამ წერტილიდან იწყება კარდინალური ცვლილება ჩვენს საგარეო ორიენტაციაში; იწყება დიდი სოციო-კულტურული ტრანსფორმაციები; იწყება სულ სხვანაირი „თავგადასავლები”; იწყება მოძრაობა ახალ განზომილებაში...
ელ. წიგნის მახასიათებლები
ISBN - 13:
978-9941-9315-2-9
სათაური:
ენიგმა
გამომცემელი:
გამოცემის თარიღი:
2013
გვერდები:
144
კატეგორია:
დოკუმენტური პროზა
ნახვები:
3795
რეიტინგი:
5
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(2) რეცენზია
5
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [2]
  • 4
    [0]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]