აღმოსავლურ და დასავლურ თეოლოგიურ ფილოსოფიურ აზროვნებათა მიმართებები
რეიტინგი
5 / 5
ნახვა
6593
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
ნონა ხიდეშელი
გამომცემლობა
სატურნი
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
ჭეშმარიტების აღმოჩენა შესაძლებელია მხოლოდ ურთიერთობების სარკეში და საკუთარი გონების არსისგაგებისას. არაინტელექტუალური ანალიზის, არამედ საკუთარ თავზე დაკვირვების შედეგად. ეს ის ადგილია, სადაც ვერ მოხვდები რაიმე ორგანიზაციის, კრედოს, დოგმის, სასულიეროპირის ან რიტუალის დახმარებით, ვერც ფილოსოფიური ცოდნის ან ფსიქოლოგიური ტექნიკის შედეგად. ადამიანს, თავის თავში შექმნილი აქვს რელიგიური, პოლიტიკური თუ პერსონალური წარმოდგენები, როგორც დამცავი კედელი და მათი გამოვლენა ხდება სიმბოლოების, იდეებისა და რწმენის სახით. ასეთი წარმოდგენებითაა დამძიმებული ადამიანის აზროვნება, მისი ურთიერთობები და ყოველდღიური ცხოვრება. სწორედ ეს წარმოდგენებია მიზეზი ჩვენი პრობლემების, ვინაიდან ისინი ყოფენ ადამიანებს ერთმანეთისგან. ცხოვრების აღქმა ხდება გონებაში უკვე ჩამოყალიბებული კონცეპტებით და ესაა მთელი არსი ადამიანური ცნობიერების, რაც მთელი კაცობრიობისათვის ერთია. ინდივიდუალურობა არის სახელი, ფორმა იმ ზედაპირული კულტურის, რაც შექმნილია ტრადიციებისა და გარესამყაროს გავლენით. ადამიანის უნიკალურობა ამ ზედაპირულობაში კი არაა, არამედ ცნობიერების არსისგან სრულ თავისუფლებაში.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები