იტვირთება...

განსჯანი

თამაზ კვაჭანტირაძე

2013 წელი | ილიელი
6,457 ნახვა
5
(0 რეცენზია /2 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
6
ყიდვა
ჩუქება
საბას ლაურეატი
ანოტაცია
არ გამიმართლა, გლახა დროსა და ადგილას დავიბადე, გაგანია ომის დროს თბილისის ძველ უბანში, ვერაზე, ხელმოკლე სამეურნეო მუშაკის ოჯახში. დრო - კი, ბატონო, მაგრამ ვერას რას უწუნებო, თუ მკითხავთ, ვერას შემოევლოს ჩემი თავი, მაგრამ - ბიჭი რომ ოცდახუთკვადრატულმეტრიან ბინაში დაიბადები, სადაც ერთი ზიარი ფეხსადგილი ემსახურება ორი სხვადასხვა ოჯახის თერთმეტ წევრს, ენა ვერ მოგიბრუნდება კაცს თქვა, იღბლიან ადგილას გავჩნდიო. წერა-კითხვა ჩემს სამი წლით უფროს ძმასთან ერთად ვისწავლე, ოთხი წლისამ; აქედან მოკიდებული, კითხვა ანუ წიგნი მექცა ერთ-ერთ უძლიერეს ვნებად: სად იყო მაშინ ტელევიზორი და კომპიუტერი - ხალხს ლუკმა-პური ენატრებოდა - წიგნს კი გადავყავდი სხვა სამყაროში; წიგნი მამოგზაურებდა, წიგნი მწვრთნიდა და წიგნი მაცხოვრებდა. ვკითხულობდი ხარბად, ლამის ყველგან და ყოველთვის: ზეზეულა, მწოლიარე, ჭამის დროს, ტუალეტშიც კი... ომისშემდგომი მძიმე პერიოდი იდგა, შპალერად მაშინ კედლებზე გაზეთებსაც აკრავდნენ ხოლმე და, როდესაც მამაჩემმა ხუთი წლის ღლაპი კედელთან თავდაყირა მდგომი დამინახა, რათა უკუღმა გაკრული გაზეთი წამეკითხა, ასე “მიწინასწარმეტყველა”: “ეს ბიჭი ან აგვაშენებს, ან - დაგვაქცევს”... მარტო კითხვა - არა, თხრობაც მეხერხებოდა: მესამე კლასში, როცა გაკვეთილი გვიცდებოდა, ჩვენმა დამრიგებელმა თამარ ვაშალომიძემ კლასის “დასაჭერად” - რაც ბოლო ხანს წაიკითხე, ის მოგვიყევიო - დამავალა და მეც სიმონ ქვარიანის ხუთასგვერდიანი რომანის “დიდი მოურავის” თხრობა დავიწყე... მეორე დღეს თამარ-მასწავლებელს მთელმა კლასმა სთხოვა, “კვაჭუნიმ” (სკოლაში ასე მეძახდნენ) დაგვიმთავროს სააკაძის ამბავიო. ეტყობა, მასწავლებელიც ისე გაიტაცა ჩემმა მონათხრობმა, რომ მთელი სემესტრი თავისი გაკვეთილის ბოლო თხუთმეტ წუთს მე მითმობდა და წლის ბოლოს რომანიც ჩავამთავრე. თამარ ვაშალომიძემ პედსაბჭოს წინაშე იშუამდგომლა - ეს ბიჭი პირდაპირ მეხუთეში დავსვათო... მშობელთა კრებიდან დაბრუნებულმა ბედნიერმა დედაჩემმა ეს ამბავი მეც მახარა: - მეოთხეზე გადაგახტუნეს, პირდაპირ მეხუთე კლასში გსვამენ... - “კიკინო”? - ვიკითხე მე... “კიკინო” ჩემი მერხის მეგობარი იყო. - #”კიკინოს” ვინ გადაახტუნებს, მესამეში უპირებენ ჩატოვებას... - ჰოდა, მეც მესამეში დავრჩები. არ გაჭრა არც ხვეწნამ, არც მუქარამ - მე და “კიკინომ” ყოველგვარი “გადახტუნება”-”ჩატოვების” გარეშე ერთ მერხზე მოვამთავრეთ თერთმეტი წელი... ...კარგა ხანია, გადამიშუადღევდა... არ გამიმართლა-მეთქი, თავში დავიჩივლე, მაგრამ - თუ მე შენ, ჩემო მკითხველო, ისევ ისე დაგაბი ამ წიგნთან, როგორც ბავშვობისას სიტყვით ვაბამდი მერხებზე ჩემს აცვენილ თანაკლასელებს, ვიტყვი: გამმართლებია და მერე როგორ - იღბლიან ვარსკვლავზე დავბადებულვარ! თამაზ კვაჭანტირაძე
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ

ელ. წიგნის მახასიათებლები
სათაური:
განსჯანი
გამომცემელი:
გამოცემის თარიღი:
2013
საბას პრემია:
ლაურეატი
გვერდები:
498
კატეგორია:
დოკუმენტური პროზა
ნახვები:
6457
რეიტინგი:
5
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(2) რეცენზია
5
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [2]
  • 4
    [0]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]