იტვირთება...

წარმატების 365 გასაღები

რამაზ გიგაური

35,879 ნახვა
4.6
(0 რეცენზია /36 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
7
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
წიგნი „წარმატების 365 გასაღები“ არის იმის შესახებ, თუ როგორ: • შევიცვალოთ უკეთესობისკენ; • შევცვალოთ ჩვენი ცხოვრება; • მივაღწიოთ წარმატებას; • ავისრულოთ ოცნებები; • გამოვიმუშაოთ მეტი ფული და გავმდიდრდეთ; • მივაღწიოთ ჰარმონიას ადამიანებთან ურთიერთობებსა და პირად ცხოვრებაში; • გავხდეთ ბედნიერი.
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ
თქვენ ხელში შემთხვევით არ გიჭირავთ ეს წიგნი, ინდური ანდაზის მიხედვით ხომ "შემთხვევა შემთხვევით არ ხდება". ამ წიგნს თქვენი პიროვნებისა და, აქედან გამომდინარე, თქვენი ცხოვრების შეცვლა შეუძლია. როდესაც ჩვენ ვიცვლებით - ჩვენი ცხოვრებაც იცვლება. წიგნს "წარმატების 365 გასაღებს" შეიძლება თვითგანვითარების სახელმძღვანელოც ვუწოდოთ, რადგან მასზე მუშაობისას ჩემ მიერ გამოყენებული ყველა ნამდვილი ამბავი, იგავი, მითი, ანდაზა თუ ციტატა, ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე, სწორედ თვითგანვითარების შესახებ მოგვითხრობს. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში თვითშემეცნების, თვითგანვითარების, შინაგანი რესურსების მართვის თუ წარმატების ფსიქოლოგიის შესახებ საკმაოდ ბევრი წიგნი წავიკითხე და დავამუშავე. გარდა ამისა, ბევრ საინტერესო ადამიანსაც შევხვდი. მათთან ურთიერთობამ დიდი გამოცდილება და ცოდნა შემძინა. ხშირად ვაანალიზებდი არა მხოლოდ ადამიანების წარმატებებს, არამედ მათ შეცდომებსაც და ამ ყველაფრისგან დასკვნები გამომქონდა. წიგნებმა და ადამიანებმა უკეთესობისკენ შემცვალეს. იქიდან გამომდინარე, რომ მე შევიცვალე, შეიცვალა ჩემი ცხოვრებაც - უფრო მეტად პოზიტიური, წარმატებული და ჰარმონიული გახდა. რატომ გადავწყვიტე ამ წიგნის დაწერა? გამიჩნდა სურვილი, სხვებისთვისაც გამეზიარებინა ის, რაც მე ვისწავლე. ცხოვრებაში ბევრი მასწავლებელი მყოლია და მივხვდი, რომ მხოლოდ იმ მასწავლებლების ცოდნა იყო ჭეშმარიტი, რომლებიც მას გულწრფელად და უანგაროდ გასცემდნენ. სწორედ ამიტომ, ცოდნა რაც მე „უშურველად გადმომეცა, უზაკველად გადმოგცემთ“. წიგნში მოყვანილი 365 გასაღები მოქცეულია ერთიან სისტემაში და მას Self-Help ("სელფ-ჰელფი") ეწოდება.
ელ. წიგნის მახასიათებლები
სათაური:
წარმატების 365 გასაღები
გამოცემის თარიღი:
2014
გვერდები:
534
კატეგორია:
პროფესიული ლიტ.
ნახვები:
35879
რეიტინგი:
4,6
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(36) რეცენზია
4.6
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [31]
  • 4
    [1]
  • 3
    [2]
  • 2
    [0]
  • 1
    [2]