ავღანეთი, თბილისი, ოპიუმი, ჰაშიში
რეიტინგი
4 / 5
ნახვა
5898
ყველა პაკეტი
ანოტაცია
დამოუკიდებელი საქართველოს ჯარი,ნატოს ეგიდით, ავღანეთში იბრძვის და ,,ავღანურ ოპერაციაში”მონაწილეობისათვის თეთრი სახლი ჩვენს ხელისუფლებას მადლობას უხდის...მე–20 საუკუნის 70–იანი წლების მეორე ნახევრიდან ავღანეთში საბჭოთა ჯარების შემადგენლობაში მყოფი ქართველები იბრძოდნენ.მაშინ ისა ამინი (ფსევდონიმი) რიგითი ქართველი ჯარისკაცი იყო, რომელიც საბჭოთა კავშირისა და ავღანეთის საზღვარზე, უზბეკეთისა და ავღანეთის გამყოფ მდინარე ამუმურდარიაზე პონტონის ხიდს იცავდა. პონტონის ხიდი ერთადერთი მთავარი არტერია გახლდათ, რომელიც ავღანეთში მყოფ საბჭოთა ჯარს სამხედრო ტეკნიკითა და სურსათ–სანოვაგით ამარაგებდა. ამავე ხიდით შედიოდა უზბეკეთში ოპიუმი და ჰაშიში ავღანეთიდან, რომელიც მთელ საბჭოეთში ვრცელდებოდა. ,,ჩვენ როტას ,,ნარკობრიგადას” ეძახდნენ, ჩვენ გავჭერით პირველი ნარკოტრასა საბჭოთა კავშირში, ისეთი დიდი ფული კეთდებოდა, რომ მიმიქარავს კოლუმბიელი ნარკობარონები, ჩვენთან რას მოვიდოდნენ.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები