იტვირთება...

ბიბლია და მეორედ მოსვლა

გიორგი კაჭარავა

2014 წელი | რიო-გიო
6,847 ნახვა
5
(0 რეცენზია /1 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
5
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
როცა ეს წიგნი (პირველი გამოცემა) მამა გაბრიელს ჩაუვარდა ხელში, წაუკითხავს და თავისი სულიერი სამწყოს წევრთათვის ასე უთქვამს: "ამ წიგნში თავმოყრილი მასალების ცოდნის გარეშე, თქვენი რწმენა ლერწამია, რომელიც ქარის პირველივე მონაბერზე გადატყდება"... ასეც არის, მეგობრებო:თქვენი ქრისტიანული მრწამსი მხოლოდ ტრადიციაზე და სიჯიუტეზეა აღმოცენებული: მას არაფერი აქვს საერთო, რეალურ რწმენასთან. ანუ იმ მრწამსთან, რომელსაც გულიხმობდა უფალი, როცა ჰკითხეს: "რომელია ყველაზე დიდი მცნება?" და უფალმა უპასუხა: "შეიყვარე უფალი ღმერთი შენი მთელი შენი გულით, მთელი შენი სულით, მთელი შენი ძალით და გონებით..." სწორედ, რომ უფლის გონებით სიყვარულის და შეცნობის უდიდეს დეფიციტს განიცდის თანამედროვე კაცობრიობა და არც კი უკვირდება, ვინ და რატომ მიიჩნია საკუთარ ღმერთად. რატომ აბარებს, ყველაზე მნიშვნელოვანს და სათუთს, საკუთარ სულს, ისეთ არსებას, რომლის შესახებ მას არაფერი სმენია სახარების ავტორთა გადმოცემის გარდა... მისი სიყვარული და რწმენა ბრმაა... საკმარისია დავუმტკიცო ის, რასაც წლების წინ მიმტკიცებდნენ ათეისტები, კერძოდ, იმას, რომ იესო ნაზარეთელი ისტორიული პიროვნება არ არის, რომ იქვე დაიმსხვრას ასეთის რწმენა... იმიტომ რომ "გონიერი სიყვარულის" და გონით შეცნობის გარეშე ნებისმიერი რწმენა მყიფეა... ამას მოწმობს, თუნდაც, ერთი პატარა მაგალითი: 2012 წლის ფარული თუ აშკარა ისტერია... “2012 წლის ბოლოს, სამყაროს აღსასრული დადგება!” მსგავსი განცხადება ბევრ ჩვენგანს მოუსმენია ბოლო წლებში, და კიდევ ბევრს მოვისმენთ მომავალში. დღეს ლამის მთელი მსოფლიო იკვლევს, როდის დადგება “მეორედ მოსვლა” და რატომღაც ყველას ნაკლებად აინტერესებს, რა ცოდნას, ან რა კონკრეტულ წინასწარმეტყველებას ემყარება მსგავსი ძიება? პირადად ჩემს ცხოვრებაში, “მეორედ მოსვლის” გარდაუვალობა რამდენჯერმე გაჟღერდა. მახსოვს, ჯერ კიდევ ბავშვობაში, ცხონებული ბებიაჩემი ვიშვიშებდა: “2000 წელს მეორედ მოსვლა იქნება. მე ვერ მოვესწრები, მაგრამ თქვენზე (შვილებზე და შვილიშვილებზე) დარდი მკლავსო...” სიმართლე გითხრათ, სულ მეშინოდა 2000 წლის დადგომის. მით უმეტეს, როცა ვეკითხებოდი ბებიას: “კი, მაგრამ შენ რა იცი 2000 წელს სამყაროს აღსასრული რომ დადგება მეთქი?” და ისიც ნაღვლიანი, თუმც, ეჭვშეუვალი ხმით მპასუხობდა: “ბიბლიაში წერია ასეო...”
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ
თუ “ბიბლიაში” რომელიმე დიდი ისტორიული მოვლენის შესახებ არაფერია ნათქვამი, ეს მოვლენა ან უმნიშვნელოა, ან აუსრულებელი. ასევე დაბეჯითებით ვიტყვი: თუ სამყაროს აღსასრული ემუქრება, ამის შესახებ “ბიბლიაში” არაერთი დაფარული სახის წინასწარმეტყველება იქნება ჩაწერილი. და რადგან ეს აუცილებლად ასეა, მოდით ვნახოთ, რამდენად აღსრულდა ის წინასწარმეტყველებები, რაც უკვე გაცხადებული ფაქტია, ისევ და ისევ ისტორიული თვალსაზრისით. ფაქტია, ყველა ჩვენგანს თავი მორწმუნედ მიაჩნია, მაგრამ საკმარისია ათეისტი დაგვიპირისპირდეს - რელიგიური დოგმების იქეთ ვერაფერზე შევეკამათებით, თუკი რა თქმა უნდა გონიერებითი სიყვარულიც არ გაგავაჩნია. გონიერებითი სიყვარული კი ვერანაირად ვერ წარმოიშობა ცოდნის გარეშე. მაგალითად, როგორ ვაპირებთ ათეისტებთან კამათს, როცა არ შეგვიძლია დავამტკიცოთ ის, რასაც ისინი ეჭვქვეშ აყენებენ ლამის უკვე 500 წელია. რა ვიცით ჩვენ იმის შესახებ, ისტორიულია თუ მითოლოგიური იესო ნაზარეთელი, პონტოელი პილატე, მარია მაგდალინელი, მოციქულები და ასე შემდეგ? ანუ არსებობდნენ ასეთი პიროვნებები რეალობაში, თუ, როგორც ათეისტები დღემდე ამტკიცებენ, გამოგონილ-მითოლოგიურ პერსონაჟებზე ვაგებთ საკუთარ რწმენას. ხომ არ გგონიათ, რომ ეს სახუმარო საქმეა და შეგვიძლია არ გავცეთ პასუხი? პირიქითაა: თუ ჩვენ ვერ შევძლებთ “სახარებაში” ჩაწერილ ისტორიულ რეალობათა მტკიცებას, ჩათვალეთ რომ გვწამს ჩვენივე შიში, სიჯიუტე, წარმომავლობა, ტრადიციები, - რაც გნებავთ ის, მაგრამ არამც და არამც ღმერთი და უფალი. როცა ფარისევლები ეკითხებოდნენ, რომელია ყველაზე დიდი მცნებაო, უფალმა ბრძანა: “გიყვარდეს უფალი ღმერთი შენი მთელი შენი სულით და მთელი შენი გულით და მთელი შენი გონებით. ეს არის პირველი და მთავარი მცნება” (მათე 22:37, 38). სწორედ ამაშია საქმე: ათეისტური მოძღვრება, ძირითადად, ქრისტიანობის მოსპობის მიზნით შეიქმნა, მაგრამ საბჭოთა სინამდვილეში მან უფრო ღრმად გაიდგა ფესვები და მერე ყველა რელიგიას გადაწვდა. იცით, რატომ გავრცელდა ათეიზმი ლამის მსოფლიოს ორ მესამედში? იმიტომ, რომ მანამდე, ყველაზე მეტად უფლის გონებით შეცნობა იყო იგნორირებული: რატომღაც არავინ იზრუნა იმაზე, რომ ადამიანს გონებითაც შეეცნო მხსნელი, შეეცნო მისი არსი, ბუნება და, აქედან გამომდინარე, გაერკვია მასთან დამოკიდებულება, რათა გონებითაც შეყვარებოდა, ან თუნდაც, უარეყო იგი. რაოდენ სავალალოდ დამთავრდა ასეთი გულარხეინობა, ამას სამყარო მეოცე საუკუნის ბოლო 70 წლის მანძილზე მკვეთრად და ტრაგიკულად განიცდიდა, როცა მსოფლიო ისტორიაში უპრეცენდენტო შემთხვევა მოხდა და დედამიწის ერთ მეექვსედზე უღმერთოთა სახელმწიფოები აღმოცენდა. მსგავსი რამ რომ აღარასოდეს განმეორდეს, ყოველთვის უნდა შეგვეძლოს სიმართლისათვის თვალის გასწორება, და არ გვეშინოდეს, ვაითუ სიმართლის ძიებაში ჩვენივე რწმენისა და პრინციპების საწინააღმდეგო დასკვნებთან მივიდეთ. ჯერ ერთი, არავის სჭირდება ბრმა რწმენა, (მხოლოდ “ნარკოტიკად” თუ გამოიყენებს ადამიანი: თავს მოიტყუებს და გაიბრუებს) და მეორეც, აკი პირიქით არის ნათქვამი: “ეძიებდეთ და ჰპოვებდეთ!” ცხადია, რომ “პირველი და მთავარი მცნების” იგნორირება, ან თუნდაც გვერდის ავლა, სასიკეთოს ვერაფერს მოგვიტანს. იესო გვასწავლის: გონებითაც შეიყვარეთ უფალიო. ეს ისევე აუცილებელია, როგორც მისი გულით და სულით შეყვარება. გონების იგნორირება მხოლოდ იმის გამო, რომ არ გაგვაჩნია შესაბამისი ცოდნა და ინტელექტი - თავის მოტყუებაა, სიჯიუტეა და ფანატიზმი, რაც არავის სჭირდება, არც აქ და, მით უმეტეს არც ცაში. “ფილიპეს კესარიის მხარეებში მისვლისას იესომ ჰკითხა თავის მოწაფეებს: რა ჰგონია ხალხს, ვინ არის ძე კაცისა? მათ უთხრეს: ზოგს იოანე ნათლისმცემელი, ზოგს ილია და ზოგს იერემია ან ერთი წინასწარმეტყველთაგანი. ეუბნება მათ: თქვენ კი რას იტყვით: ვინ ვარ მე?” (მათე 16:13) ამ კითხვაზე ჩვენც უნდა ვუპასუხოთ.
ელ. წიგნის მახასიათებლები
ISBN - 13:
არა აქვს
სათაური:
ბიბლია და მეორედ მოსვლა
გამომცემელი:
გამოცემის თარიღი:
2014
გვერდები:
183
კატეგორია:
რელიგია
ნახვები:
6847
რეიტინგი:
5
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(1) რეცენზია
5
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [1]
  • 4
    [0]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]