ლიტერატურული პორტრეტები
რეიტინგი
5 / 5
ნახვა
10880
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
ზაზა აბზიანიძე
გამომცემლობა
ბაკმი
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
"ზაზა აბზიანიძის ამ წიგნმა მისი საუკეთესო ლიტერატურული პორტრეტები გააერთიანა, რომელთა თანაწყობა _ გურამიშვილიდან _ ანა კალანდაძემდე მკითხველს მართლაც შეეძლო აღექვა, როგორც XVIII-XIX-XX საუკუნეების ქართული პოეზიის ერთგვარი `ილუსტრირებული ისტორია~. რათა ამ სტიქიურ აღქმას უფრო სისტემური სახე მიეღო, წიგნის პირველი თავი _ `ქართული პოეზიის სამი საუკუნე~ მთლიანად დაეთმო ქართული პოეტური სიტყვის სამსაუკუნოვანი ევოლუციის ჩაკვირვებულ თვალმიდევნებას. ამ ისტორიულ-ლიტერატურულ ფონზე მკითხველი, რაღა თქმა უნდა, უფრო მკაფიოდ აღიქვამს ცალკეულ შემოქმედთა ტალანტისა და ღვაწლის მასშტაბს. საკუთრივ ლიტერატურულ პორტრეტებს წიგნის ორი მესამედი ეთმობა. აქ მკითხველი იხილავს დავით გურამიშვილის, ბესარიონ გაბაშვილის, ალაქსანდრე ჭავჭავაძის, გრიგოლ ორბელიანის, ვახტანგ ორბელიანის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, რაფიელ ერისთავის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, ვაჟა-ფშაველას, შიო მღვიმელის, გალაკტიონ ტაბიძის, ტიციან ტაბიძის, ტერენტი გრანელის, გიორგი ლეონიძის, ნიკო სამადაშვილის, ლადო ასათიანის, მირზა გელოვანისა და ანა კალანდაძისადმი მიძღვნილ ესეებს, სადაც ყოველი მათგანის ბიოგრაფია და შემოქმედება ცალ-ცალკე კი არ განიხილება, არამედ ერთმანეთთან უწყვეტ კავშირში წარმოსახულია როგორც დრამატული, წარმტაცი თუ შემაშფოთებლად ფატალური სიუჟეტი..."
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები