ღვთიურკალმური

რეიტინგი

5 / 5

ნახვა

5580

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

გამომცემლობა

საუნჯე

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

არქეტიპებით პოსტმოდერნისტული თამაშის, გრძნობების, მოქმედებების თავისეული განწყობების ფორმით გადმოცემის ხერხს ირჩევს თავის ლექსებში სალომე სულაბერიძე, მან ასოციაციებით შექმნა თავისი `უნივერსალური მატრიცა~, როგორც ერთგვარი სტრუქტურა, რომელმაც თავისთავად განაპირობა ის ფორმები, მისი ლექსების გარეგან სახეს რომ წარმოადგენს და განსაზღვრავს პოეტურ ესთეტიკას. 
 სათქმელს, გამოცდილებას, რომელიც საუკუნეების მანძილზე დაგროვილა ადამიანში, სალომე თანამედროვე ინტერპრეტაციას ანიჭებს, თან ისე, რომ იმდროინდელი ხმა აქ გაგვაგონოს, იმ სულებს აქ ხორცი შეასხას და ჩვენს ემოციებს შერიოს. 
 ბიბლიურ პერსონაჟებს მითოლოგიური სახეები ენაცვლება, ისტორიულ კოლიზიებს - დემონები და ქიმერები, თითქოს მას ­ძვე­ლსა და ახალს შორის კავშირის აღდგენის სურვილი ამოძრავებს. ავტორი ხან ლეგენდას ქმნის, ხან კი, პირიქით, აქრობს და ­მტვერს ატანს. მარადიულ ფასეულობებს ხელახლა განიხილავს, ახალ სახელებს არქმევს და ცდილობს, გააცოცხლოს ნიუანსებში დაფარული ის ჭეშმარიტებები, რომელიც პოეტისთვის ყოველთვის აქტუალურია.
 ლელა კოდალაშვილი

მეტის ნახვა

კატეგორიები

წიგნის მახასიათებლები

ISBN9789941451041
გამომცემლობასაუნჯე
გამოცემის წელი2013