იტვირთება...

„სიბრძნე სიცრუისა“

ტორესა მოსი

2013 წელი | პალიტრა L
11,022 ნახვა
5
(0 რეცენზია /8 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
4
ყიდვა
ჩუქება
საბას ლაურეატი
ანოტაცია
"ამ ქალაქში ყველა ყველას იცნობს, ანდა შეიძლება ითქვას, ყველამ ყველა იცის, ვინ ვინ არის. როგორც უნდა უჩინარი იყო, მაინც ყველამ იცის, ვინ ხარ. სახელი და გვარი თუ არა, სახით მაინც გიცნობენ. ყველაზე ხალხმრავალ მეგაპოლისში რომ მოხვდეს ერთი თელაველი, მეორეს დანახვისთანავე იცნობს. ყოველთვის ასე იყო, თუმცა ამაში გასაკვირი არაფერია, ძნელად თუ მოიძებნება ამქვეყნად თელავივით პატარა ქალაქი, სადაც ასე არ არის. მე კი მათ რიცხვს მივეკუთვნები, ვისაც ამ ქალაქში ზედმიწევნით კარგად იცნობენ, იმიტომ კი არა, რომ რამით განსაკუთრებული ვარ, არა, უბრალოდ მე იმ იშვიათ გამონაკლისთაგანი ვარ, რომლის წინაპრებიც, ცხრა თაობაზე მეტი, ფეხმოუცვლელად ცხოვრობდნენ აქ და ბუნებრივია ქალაქის მეხსიერებაზე თავისი კვალი დატოვეს. მეტადრე კი მამაჩემმა, თუმცა მოვეშვათ ამას. მე ფას შესახებ უნდა მომეყოლა. მოედანზე, ძველი თეატრის წინ, მწვანე სკამები იდგა. ფულიანი ძიების ბირჟა იყო, მაგრამ ღამღამობით სასეირნოდ თუ გამოვიდოდი, მაინცდამაინც აქ მიყვარდა ჩამოჯდომა და რამდენიმე ღერის მოწევა. ღამის თელავი სხვანაირია -მ მდუმარე და უშფოთველი. მხოლოდ მაწანწალა ძაღლები დასუნსულებენ ჩვეულ რიტმში. ოთხი საათიდან მეეზოვეები გამოდიან და ქუჩების დაგვას იწყებენ. იეზიდი ქალები ჭრელ ხალათებში, დიდი, ოთხკუთხა ჯიბეებით. მოჰყვებიან პირველი მაისის ქუჩიდან და გრძელი, უხეში, ხმარებისგან გვარიანად ბოლოგაფარჩხული ცოცხებით გვიან ყველაფერს, რაც ღამიდან ღამეს შორის, სხვადასხვა ჯურის ხალხს დაუყრია. იმის მიუხედავად, რომ არასოდეს არც ერთს არ გამოვლაპარაკებივარ, თითოეულ მათგანს კარგად ვიცნობ. თავადაც კარგად მიცნობენ. ამას ყოველთვის ვხვდები, როცა შემთხვევით რომელიმეს მზერას წავაწყდები. თელავში ღამით სეირნობა დამშვიდების საუკეთესო საშუალებაა. როგორი გაბრაზებულიც უნდა იყო, ან დარდი და სევდა გიღრღნიდეს გულს, რა კაეშანიც უნდა ტრიალებდეს შენს თავს, გაივლი ას მეტრს და ნელ-ნელა გადმოგედება ამ ქალაქის იდუმალება და სიმშვიდე. ჩამოჯდები და სხვანაირად გამჭვირვალე ცას ახედავ, მოგეჩვენება, რომ ცაზე იმაზე მეტი ვარსკვლავია, ვიდრე ოდესმე გინახავს. ამის გამო არცთუ ისე იშვიათად დავდიოდი ღამით. მოედნამდე მივიდოდი, მერე დავჯდებოდი ძველი თეატრის წინ, ძელსკამზე, რამდენიმე ღერს მოვწევდი და ისევ წყნარად გავუყვებოდი გზას სახლისკენ. რაც უნდა მშფოთვარე ვყოფილიყავი, შინ მისულს აუცილებლად უდრტვინველად დამეძინებოდა.
 " ქალაქი როგორც ცხოვრება, ქალაქი როგორც ბიოგრაფია და ქალაქი - როგორც წიგნის პერსონაჟი....
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ

ელ. წიგნის მახასიათებლები
სათაური:
„სიბრძნე სიცრუისა“
ავტორი:
გამომცემელი:
გამოცემის თარიღი:
2013
საბას პრემია:
ლაურეატი
კატეგორია:
რომანი
ნახვები:
11022
რეიტინგი:
5
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(8) რეცენზია
5
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [8]
  • 4
    [0]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]