ძაფზე მოფარფატე სული
რეიტინგი
5 / 5
ნახვა
4998
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
ქარდა ქარდუხი
გამომცემლობა
საუნჯე
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
"თავიდანვე მისტიკურ სამყაროში შევყავართ ავტორს, უკან, წარსულისკენ მიგვახედებს, მაგრამ ისეთი შორეული წარსულისკენ, რომელსაც მზერა ვერ სწვდება. საუკუნეების სიღრმეში ჩაფლული თუ ჩამარხული იქნებ არც უნდა შეგვეწუხებინა ამ ყოვლად პრაგმატულ საუკუნეში მცხოვრებ ადამიანებს. მაგრამ რა არის აწმყო? რა არის მომავალი? ან წარსული რაღაა? ვინ იცის, ვის შეუძლია დაამტკიცოს ათასობით წლის განმავლობაში ჩამოყალიბებული, განმტკიცებული, უბრალოდ, შეთვისებული ტრადიციის, ჩვევის გონიერება. დღევანდელი გადასახედიდან ხომ სრულ უაზრობად მოჩანს სხვაგან გარდაცვლილის სულის ძაფით წამოყვანა, დაბრუნება შინ. ეს ეჭვი ტანჯავს, ღრღნის რომანის გმირს. ი ს ი ნ ი რომ არ გააბრაზოს, მ ა თ რომ არ აწყენინოს, ყოველგვარი წესების დაცვით უნდა შეასრულოს რიტუალი. არადა, გულის სიღრმეში არ სჯერა, არ სწამს. და მერე თანდათანობით, ურთიერთსაპირისპირო გრძნობათა ჭიდილში თვითონაც ვერ გრძნობს, როგორ ხდება მისთვის გარდასული და ზღაპრული უფრო ნამდვილი, ვიდრე რეალობა. რომანში ორი ძირითადი სიუჟეტია ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული. გარდაცვლილი დის - ნათიას სულის მოყვანა აუცილებლად მოიყოლებს ბავშვობის და საერთოდ, ნათიას ცხოვრების ეპიზოდების გახსენებას. ავტორი ხასიათების შესანიშნავი მხატვარია. თითქოს მეორეხარისხოვანი პერსონაჟებიც თავიანთი განუმეორებლობით ამახსოვრებენ თავს მკითხველს. შიგადაშიგ კი სხვაც ბევრი პლასტი თუ შრეა. " წინასიტყვაობიდან...
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები