იტვირთება...

ჩაძირული დღესასწაული

მაკა ჯოხაძე

2013 წელი | ინტელექტი
5,831 ნახვა
1.5
(0 რეცენზია /2 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
3
ყიდვა
ჩუქება
საბას ნომინანტი
ანოტაცია
„სიტყვას“, როგორც ცოცხალი და ქმედითი ენერგიის მატარებელი „ორგანიზმი“, სიტყვა, რომელიც სააზროვნო არხების მეშვეობით უშუალოდ გადადის სამეტყველო აპარატის ვარდისერ მღვიმეებში, იქიდან გამოღწეული კი – თვით ყველაზე შეუზღუდავ და გახსნილ ეთერში, ღია კოსმოსში თავისი ენერგიისა თუ ბიოველის წყალობით ადედებს და ძერწავს ჰაერის უჩინარ ნაკადებს, უსამანო სივრცეში ქმნის საკუთარ აკუსტიკურ ჟღერადობას, სიტყვა, რომელიც თავისი სისუფთავით, ტემპერატურით, სიბრძნით, მოქნილობით, სიფიცხითა თუ სიმკაცრით, რაგინდ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, ჯერაც ანგარიშგასაწევ ძალად რჩება ბირთვული იარაღითა თუ სატელიტური ანტენებით გაჯერებულ სამყაროში, ამა ქვეყნის ძლიერთაგან, რა თქმა უნდა, მუდმივად, განუწყვეტლივ განეიტრალებასა და გაუფასურებას მოითხოვს. 
 იქმნება შთაბეჭდილება, რომ მსოფლიო საინფორმაციო ქსელის განვითარებაზე, საკომუნიკაციო სისტემებზე, პრესა-ტელევიზია-ინტერნეტზე, შოუბიზნესსა თუ სხვადასხვა სანახაობებზე გათვლილი და დახარჯული მილიარდობით დოლარი მთელი ამ „კულტურული პროგრესით“ სახელდებული მიზანმიმართული და გულუხვი მფლანგველობა სწორედ სიტყვის, როგორც ჯანსაღი აზრის, როგორც ჭეშმარიტების მატარებელი კეთილი ნების წინააღმდეგ მიმართული ქრონიკული ბრძოლაა.
 სულ უფრო და უფრო ვიწროვდება ნამდვილი სიტყვის ასპარეზი, როგორც ტრიბუნის, რომელსაც მოუსმენენ, გაიგებენ, მიიღებენ...
 /მაკა ჯოხაძე/
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ
"საქართველომ ეროვნული მოძრაობის თავდაპირველ ეტაპზე შეუნიღბავად, გულგახსნილად, უმამაძაღლოდ გაუმხილა სამყაროს ღვთით ბოძებული ყველაზე დიდი საჩუქრისადმი – თავისუფლებისადმი უსაზღვრო ლტოლვა. ასეთი ერთიანი, შეკრული, ბედნიერი იშვიათად ყოფილა ჩვენი სამშობლო. ეს იყო ასაფრენად გამზადებული იდეის ზეიმი, ასახტომად გამზადებული პირველი ნაბიჯი ოცნებისა, რომელიც ოცნებადვე დარჩა, რადგან აფრენისთანავე ათასი ჯურის, ათასნაირი ვნებით შეპყრობილმა შინაურმა თუ გარეშე მტერმა სამიზნეზე დაისვა და გასწირა. იმ დღეების თბილისი ჩამოგდებული ხოხობივით ჩაეშვა ცოდვის მდუღარე ჭაობში. იმ წლების საქართველოს ჩაძირული დღესასწაულივით შეინახავს დღესდღეობით ყველაზე დიდი "კონტრაბანდა" – ხსოვნა." – ნათქვამია მწერლისა და ლიტერატორის მაკა ჯოხაძის ჩანაწერების წიგნის ავტორისეულ შესავალში. წიგნში შესულია გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან დღემდე დაწერილი დღიურები, შთაბეჭდილებები, გამოხმაურებები და ლიტერატურული პორტრეტები.
ელ. წიგნის მახასიათებლები
ISBN - 13:
978-9941-446-29-0
სათაური:
ჩაძირული დღესასწაული
ავტორი:
გამომცემელი:
გამოცემის თარიღი:
2013
საბას პრემია:
ნომინანტი
გვერდები:
360
კატეგორია:
დოკუმენტური პროზა
ნახვები:
5831
რეიტინგი:
1,5
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(2) რეცენზია
1.5
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [0]
  • 4
    [0]
  • 3
    [0]
  • 2
    [1]
  • 1
    [1]