ჩაძირული დღესასწაული

რეიტინგი

1.5 / 5

ნახვა

6071

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

გამომცემლობა

ინტელექტი

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

„სიტყვას“, როგორც ცოცხალი და ქმედითი ენერგიის მატარებელი „ორგანიზმი“, სიტყვა, რომელიც სააზროვნო არხების მეშვეობით უშუალოდ გადადის სამეტყველო აპარატის ვარდისერ მღვიმეებში, იქიდან გამოღწეული კი – თვით ყველაზე შეუზღუდავ და გახსნილ ეთერში, ღია კოსმოსში თავისი ენერგიისა თუ ბიოველის წყალობით ადედებს და ძერწავს ჰაერის უჩინარ ნაკადებს, უსამანო სივრცეში ქმნის საკუთარ აკუსტიკურ ჟღერადობას, სიტყვა, რომელიც თავისი სისუფთავით, ტემპერატურით, სიბრძნით, მოქნილობით, სიფიცხითა თუ სიმკაცრით, რაგინდ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, ჯერაც ანგარიშგასაწევ ძალად რჩება ბირთვული იარაღითა თუ სატელიტური ანტენებით გაჯერებულ სამყაროში, ამა ქვეყნის ძლიერთაგან, რა თქმა უნდა, მუდმივად, განუწყვეტლივ განეიტრალებასა და გაუფასურებას მოითხოვს. 
 იქმნება შთაბეჭდილება, რომ მსოფლიო საინფორმაციო ქსელის განვითარებაზე, საკომუნიკაციო სისტემებზე, პრესა-ტელევიზია-ინტერნეტზე, შოუბიზნესსა თუ სხვადასხვა სანახაობებზე გათვლილი და დახარჯული მილიარდობით დოლარი მთელი ამ „კულტურული პროგრესით“ სახელდებული მიზანმიმართული და გულუხვი მფლანგველობა სწორედ სიტყვის, როგორც ჯანსაღი აზრის, როგორც ჭეშმარიტების მატარებელი კეთილი ნების წინააღმდეგ მიმართული ქრონიკული ბრძოლაა.
 სულ უფრო და უფრო ვიწროვდება ნამდვილი სიტყვის ასპარეზი, როგორც ტრიბუნის, რომელსაც მოუსმენენ, გაიგებენ, მიიღებენ...
 /მაკა ჯოხაძე/

მეტის ნახვა

კატეგორიები

წიგნის მახასიათებლები

ISBN978-9941-446-29-0
გამომცემლობაინტელექტი
გვერდები360
გამოცემის წელი2013