უსუსურობის სიბრძნე (წერილი შფოთვით სავსე ეპოქას)
რეიტინგი
5 / 5
ნახვა
35
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
ალან უოტსი
გამომცემლობა
დიოგენე
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
ალან უოტსის „უსუსურობის სიბრძნე“ ავტორის ყველაზე გახმაურებული ბესტსელერია, რომელიც თანამედროვე ადამიანის მუდმივ შფოთვასა და კონტროლის დაუოკებელ სურვილს უპირისპირდება. ავტორი იმ პარადოქსულ დასკვნამდე მიდის, რომ უსაფრთხოებისა და მომავლის გარანტიების ძებნაში ადამიანმა აწმყოში ცხოვრების უნარი დაკარგა. უოტსი აღმოსავლური ფილოსოფიისა და დასავლური აზროვნების სინთეზით გვასწავლის, რომ ჭეშმარიტი სიმშვიდე და თავისუფლება სწორედ მაშინ იბადება, როდესაც ცხოვრების არაპროგნოზირებადობასა და სოციალური თუ მატერიალური სტაბილურობის ილუზიას ვეგუებით. უოტსი ამტკიცებს, რომ მთავარი საკუთარი უსუსურობის გაცნობიერებაა. სწორედ მაშინ, როდესაც გავთავისუფლდებით კონტროლის ილუზიისგან, ვიპოვით წონასწორობასა და ჭეშმარიტ თავისუფლებას.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები