სიზმრის სიმფონია

რეიტინგი

5 / 5

ნახვა

26

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

ღამის ზღვა, ქალთევზა და კოცნა, რომელიც სიღრმეში მიგაქანებს. ასეთ უცნაურ სიზმარს ხედავს გიორგი, ბათუმელი ტურიზმის მენეჯერი, რომელიც ათი წელია, წარსულის ჭრილობით და საკუთარი შიშებით ცხოვრობს. ეჭვიანობით შეშინებულმა ოდესღაც საყვარელი ადამიანი უსიტყვოდ მიატოვა და მას შემდეგ გულის კარი არავისთვის გაუღია. ყველაფერი იცვლება, როცა აეროპორტში კიევიდან ჩამოსულ ჟურნალისტს, ხუჭუჭთმიან ალექსანდრას ხვდება. აჭარაში გატარებული სამი დღე, ბოტანიკური ბაღი, ნისლიანი მტირალა, პეტრა და გონიოს ციხე, ქართული სუფრა და მთვარიანი ზღვა ორ ადამიანს ისე აახლოებს, თითქოს მთელი ცხოვრება ერთმანეთს ელოდნენ. მაგრამ ალექსანდრას მზერაში აუხსნელი სევდა იმალება... „სიზმრის სიმფონია“ ერთდროულად სევდიანი სიყვარულის ისტორია და აჭარის ცოცხალი გზამკვლევია. მასში ბუნება, ისტორია, ლეგენდები, ქართული სამზარეულო, ღვინო და სუფრის ტრადიციები ერთმანეთს ერწყმის. რომანს მუსიკაც ახლავს: სცენების განწყობის შესაბამისი სიმღერები YouTube-ზე მოიძებნება სახელწოდებით „Sizmris simfonia (Mikheil Nakashidze)“. წიგნი ზიგმუნდ ფროიდის სიტყვებით იხსნება: ყოველი სიზმარი დათრგუნილი სურვილის ასრულებაა. სრულდება კი ფრაზით, რომელიც მკითხველს დიდხანს გაჰყვება: იქნებ მთელი ცხოვრება მხოლოდ სიზმარია... ან სიზმარია ის, რასაც ცხოვრებას ვეძახით... „სიზმრის სიმფონია“ მიხეილ ნაკაშიძის სადებიუტო რომანია.

მეტის ნახვა

კატეგორიები

წიგნის მახასიათებლები

ISBN978-9941-26-505-1
გამომცემლობამიხეილ ნაკაშიძის წიგნები
გვერდები124
გამოცემის წელი2019