იტვირთება...

ყვავილების წიგნი

კონსტანტინე ზ. გამსახურდია

2013 წელი | საუნჯე
5,694 ნახვა
5
(0 რეცენზია /0 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
3
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
"პრერაფაელიტთა ძმობა" მეცხრამეტე საუკუნის ინგლისში მოღვაწე ხელოვანთა გაერთიანება იყო, რომლებიც ვიქტორიანული ინგლისის სიმკაცრეს, აკადემიურ ჩარჩოებს დაუპირისპირდნენ. "მორისის, როსეტის და სხვათა შემოქმედების მნიშვნელოვნებას ხაზს უსვამდა არაერთი მოაზროვნე და ხელოვანი მე-20 საუკუნეშიც. ასე მაგალითად ბერნარდ შოუ თავის წიგნში „პორტრეტები და მიმოხილვანი“ ანსხვავებს პოეტის ორ ტიპს, ლიტერატურულ პოეტს და პოეტ-წინასწარმეტყველს. მისი თქმით, პირველ ტიპს უნდა მივაკუთვნოთ კიტსი, მეორეს კი უილიამ მორისი. ხოლო სალვადორ დალი პრერაფაელიტურ ხელოვნებას უწოდებს მარადქალურობის აჩრდილისებურ სიურეალიზმს. მისი თვალსაზრისით, „ეს ყოველივე ახდენს ზაფრისა და ზეაღმტაცი, ცალსახა უკმაყოფილების ზემოქმედებას ისევე, როგორც პეპლის ნაზი მუცელი, მისი ფრთების უჩვეულო სინათლეში მოქცეული.“ დალის ეს ფიგურები მოაგონებენ „რაღაცნაირ გაცისკროვნებულ დაღლილობას და შარავანდედის მსგავს ბრწყინვალებას იმავდროულად, ასევე ლეგენდარულ ნეკროფილურ გაზაფხულს,“ რომლის შესახებაც თუნდაც იგივე ბოტიჩელი ოდნავ თუ მიანიშნებდაო. 
 რაც შეეხება საქართველოს, პრერაფაელიტური ესთეტიკის ზეგავლენა იგრძნობა გალაკტიონ ტაბიძის, ტერენტი გრანელის, ვალერიან გაფრინდაშვილის, ტიციან ტაბიძის პოეზიაში. ეს არ არის გასაკვირი, რადგან იმპრესიონიზმიც და სიმბოლიზმიც სწორედ პრერაფაელიტიზმის პროდუქტია. მოგვიანებით პრერაფაელიტიზმს საინტერესო ესსეები მიუძღვნა ზვიად გამსახურდიამ. წინამდებარე თარგმანები შესრულებულია ინგლისური ორიგინალური ტექსტებიდან, მათში მაქსიმალურად დაცულია ლექსების ფორმა და რიტმიკა. 
 ამრიგად, ინგლისში დაწყებულმა მცირე ჯგუფის პროტესტმა, როსეტის თქმით, „ათიოდე ახალგაზრდის უმნიშვნელო ფანტაზიორობამ,“ გამოიწვია უდიდესი მასშტაბის განახლება ხელოვნებაში. ეს მოძრაობა, რომელიც კარგა ხანს ასოცირებული იყო უსიამოვნო შეფერილობის ფიგურებთან და კიჩურ თვალის დაფახულებასთან, ფაქტობრივად გზის გამკვლევი გახდა თანამედროვე ხელოვნებაში. 
 " /კონსტანტინე ზ. გამსახურდია/
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ

ელ. წიგნის მახასიათებლები
ISBN - 13:
9789941451003
სათაური:
ყვავილების წიგნი
გამომცემელი:
გამოცემის თარიღი:
2013
კატეგორია:
რომანი
ნახვები:
5694
რეიტინგი:
5
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(0) რეცენზია
5
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [0]
  • 4
    [0]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]