იმპერია

რეიტინგი

5 / 5

ნახვა

28

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

გამომცემლობა

სიესტა

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

შვეიცარიელი მწერალი კრისტიან კრახტი (დაბ. 1966 წ.) თანამედროვე გერმანულენოვანი ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელია. მისი რომანები, რომლებიც ხშირად რეალური ფაქტებისა და ავტორის ფანტაზიის ნაზავს წარმოადგენს, გამოირჩევა როგორც სტილისტური დახვეწილობით, ისე ფაქიზი ირონიითა და სამყაროსადმი კრიტიკული დამოკიდებულებით. 2012 წელს დაწერილი რომანი „იმპერია“ მე-20 საუკუნის დამდეგს მომხდარ რეალურ ფაქტებს ეფუძნება და მოგვითხრობს გერმანელი ნატუროპათისა და ნუდისტის, აუგუსტ ენგელჰარდტის ფათერაკიან თავგადასავალზე. რაც ნაწარმოებში ამქვეყნიური სამოთხის ძიებით იწყება, თანდათან იძენს გროტესკულ, ხშირად კომიკურ განზომილებას და იქცევა ამბად ფანატიზმისა და სიგიჟის, გულუბრყვილობისა და სიხარბის, კოლონიალიზმისა და სისასტიკის შესახებ. როგორც გერმანელი მწერალი დანიელ კელმანი აღნიშნავს, „კრახტის ტექსტები სავსეა მელანქოლიური კომიზმით და მუდამ შეიცავს რაღაც საიდუმლოს, რომელსაც ბოლომდე ვერასოდეს ამოხსნი.“

მეტის ნახვა

წიგნის მახასიათებლები

ISBN978-9941-9705-6-6
გამომცემლობასიესტა
გვერდები234
თარგმანიგერმანულიდან
მთარგმნელირუსუდან ღვინეფაძე
გამოცემის წელი2026