ადამიანი, რომელსაც სძინავს
რეიტინგი
5 / 5
ნახვა
21
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
ჟორჟ პერეკი
გამომცემლობა
პალიტრა L
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
მთავარი გმირი, 25 წლის სტუდენტი, ადამიანების, გარესამყაროსა და საკუთარი ცხოვრების მიმართ თანდათან კარგავს ინტერესს. ის შეგნებულად განერიდება საზოგადოებას, უარს ამბობს ყოველდღიურ ყოფაში აქტიურ მონაწილეობაზე და რჩება მხოლოდ დამკვირვებლის პოზიციაში. რომანი დაწერილია მეორე პირში, რაც მკითხველს მთხრობლის შინაგან სამყაროსთან კიდევ უფრო აახლოებს. მწერალი მოგვითხრობს არა მხოლოდ ფიზიკურ მარტოობაზე, არამედ პიროვნების შინაგან გაუცხოებაზე, რაც ჩვენი დროის ადამიანების ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად რჩება. ჟორჟ პერეკის თანარეჟისორობით გადაღებულია ამავე სახელწოდების ფილმი, რომელმაც 1974 წელს პრემია მოიპოვა საუკეთესო მხატვრული ფილმის ნომინაციაში. ჟორჟ პერეკი (1936-1982), საფრანგეთში 1920-იან წლებში ემიგრირებული პოლონელი ებრაელების ერთადერთი შვილი, XX საუკუნის ფრანგული ლიტერატურის თვალსაჩინო ავტორია. სწავლობდა ისტორიასა და სოციოლოგიას სორბონის უნივერსიტეტში; სხვადასხვა დროს იყო ფრანგული არმიის პარაშუტისტი, ნეიროფიზიოლოგიური ლაბორატორიის არქივარიუსი, რადიო-პიესებისა და კროსვორდების ავტორი, მწერლების ექსპერიმენტული გაერთიანება “Oulipo”-ს წევრი. ლიტერატურული მოღვაწეობა ცნობილ პერიოდულ გამოცემებში ესეებისა და მიმოხილვების პუბლიკაციებით დაიწყო, სახელი კი გაითქვა ფრანგული ენის ორიგინალური გამოყენებითა და რამდენიმე „უთარგმნელი“ რომანით.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები