უკანასკნელი ორშაბათი დედამიწაზე
რეიტინგი
5 / 5
ნახვა
142
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
გამომცემლობა
თეკლე მამალაძის წიგნები
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
ადამიანების უმეტესობას ორშაბათი არ უყვარს. ზოგს მაღვიძარას გამორთვისთანავე ეწყება შფოთვა, ზოგს კვირა საღამოს უკვე მომავალი კვირის სიმძიმე აწვება, ზოგი კი ორშაბათს უბრალოდ იმ დღეს უწოდებს, როდესაც ახალი ცხოვრება ისევ უნდა დაიწყოს. მაგრამ ოდესმე გვიფიქრია, რას ფიქრობს ამ ყველაფერზე თვითონ ორშაბათი? „აბსურდონავტების“ სამყაროში ორშაბათი უბრალოდ დღე არ არის. მას აქვს კაბინეტი, სამსახური, მოვალეობები, მეხსიერება და საკუთარი წარმოდგენები სამყაროზე. ყოველდღე მოდის ადამიანებთან, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის არავის უხარია მისი დანახვა. ერთ დღეს კი, მის მიმართ ამდენი სიძულვილისაგან იღლება და ქრება. ერთი შეხედვით, ეს კაცობრიობისთვის შესანიშნავი ამბავია, ორშაბათი აღარ არსებობს, შესაბამისად, არც ორშაბათის დილა და არც კვირის დასაწყისის სევდა. თუმცა მალე აღმოჩნდება, რომ სამყაროს ყველაზე საძულველი დღე იმაზე მნიშვნელოვანი ყოფილა, ვიდრე ვინმეს ეგონა. სამი სრულიად განსხვავებული ადამიანი: დატა, ჰაიკუ და არქიტექტორი, ორშაბათის ძებნას იწყებს. მაგრამ დაკარგული დღის ძებნა თანდათან საკუთარი თავის ძიებად იქცევა. „უკანასკნელი ორშაბათი დედამიწაზე“ არის ამბავი სამყაროზე, რომელმაც ორშაბათი დაკარგა და ადამიანებზე, რომლებმაც მის ძებნაში საკუთარი ცხოვრების ხელახლა დანახვა დაიწყეს.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები