მზის რაფსოდია
რეიტინგი
5 / 5
ნახვა
2052
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
რობერტ მესხი
გამომცემლობა
საუნჯე
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
ჩემი აფხაზი მეგობარი, ბათუმელი, ჩემთან შეზრდილი, სოხუმში ცხოვრობს. უცოდველია ჩვენს წინაშე. პირიქით, მადლიანია... მაინც სოხუმში ცხოვრობს და ენატრება, ვიცი, ბათუმი. ქვა და ცემენტი კი არა,- ბათუმელები და თავისი ბავშვობა. შენც ხომ სოხუმი გენატრება... სოხუმელები... შენც ხომ ის სული გენატრება, იქ რომ სუფევდა. „ნეტა, ახლა როგორი თვალები აქვთ ჩემს ქალაქში ადამიანებს, რას უსმენენ წელში გადრეკილი ხეები... აფხიარცას ხმა თუ ესმით საიდანმე ან ჩონგურის თუნდაც, თუ მხოლოდ ბალალაიკის წრიპინი აფრთხობს ზვირთსაჭრელთან შეთამამებულ ქაფშიებს?“.იმ ჩემი მეგობრისნაირი აფხაზი და შენნაირი ქართველი შეძლებენ სიყვარულის სახლის აშენებას სოხუმში, ბათუმში, თბილისში... თუ დაანებეს... ლექსები ტკივილისკენ მიგვაქანებენ, მაგრამ ეს ის ტკივილია, სიყვარულს რომ ამრავალწილებს და ამდენ სილამაზეს შობს. ეს არის მაღალი პოეზია და მე, რედაქტორად გამწესებული, მაინც ბედნიერ და სევდიან მკითხველად ვრჩები. ბადრი თევზაძე ამონარიდი რედაქტორის წინასიტყვაობიდან
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები