ჰურიე და ევლია

რეიტინგი

5 / 5

ნახვა

142

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

ანოტაცია

ეს შიშის, მარტოობის, ფარდის უკან დგომის, თუმცა, საბოლოოდ, მაინც არშეგუებისა და გაქცევის წერილებია. ისინი სიყვარულის ძიებაში დაიწერა, რომელიც უმეტესად შორსაა, საოცნებოა, უკმარია. ის შენს მაჯაზე გამობმული წვრილი ძაფივითაა, რომელიც გექაჩება სუსტად. შენ მას გრძნობ, როცა დიდ ხმაურში ხარ, დიდ დაღლაში, დიდ ყოველდღიურობაში, როცა აცხობ, რეცხავ, ასწავლი, ზრდი, იბრძვი... შენ მის გარეშე საყრდენს ვერ პოულობ, უბინაო ხარ, უსიხარულო, და არც შენი სხეული, არც საყვარელი საქმე, არც ოჯახი და არც სახლი, საიდანაც ყოველდღე გაქცევას გეგმავ, არ არის შენი ციხესიმაგრე. ამ წიგნში იმდენი დაფარული, გულისგამხეთქავი და სათუთი ამბის ამომზეურებაა, იმხელა გულწრფელობა და სითამამეა, ისეთი დაუნდობელი სიშიშვლე და სიმართლეა, რომ ერთ კი არა, მრავალ სიცოცხლეს დაიტევს, რომელიც "ზღვასავითაა - ხან საშიში, ხან ლამაზი, ხან სუფთა, ხან ჭუჭყიანი, ხან ღრმა და ხმაურიანი"; მწერლის უშუალო, ძალდაუტანებელ, სადა ენით მონათხრობზე ბევრჯერ გაგაჟრიალებს და მძაფრი ემოცია ისე მოგედება კეთრივით, რომ შეიძლება დროებით პირიც კი აუქციო. იქნებ ეს მშვენიერი, სევდიანი, დროული რომანი, მისი მთავარი გმირის განცდები და ცხოვრება, რომელიც, დღეს, სამწუხაროდ, უამრავი ქალის რეალური ცხოვრების ასლია, იმ ნამეხარი ნაძვის ყუნჭის ჯადოსნურ, ჭრილობების განსაკურნავ წებოვან ფისად იქცეს მკითხველისთვის, რომლის ძირშიც ჰურიემ თავისი ევლია პირველად დაინახა.

მეტის ნახვა

კატეგორიები

წიგნის მახასიათებლები

გამომცემლობადათია ბადალაშვილის წიგნები
გვერდები113
გამოცემის წელი2026