ცხადსიზმარიანა

რეიტინგი

5 / 5

ნახვა

19

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

გამომცემლობა

პალიტრა L

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

მას, ვისაც იმ დროში არ უცხოვრია ან ბევრი არაფერი სმენია იმ ეპოქის შესახებ, შეიძლება ამ წიგნში მონათხრობი ამბავი მართლაც სიზმრად ნანახი ეგონოს. არა, ეს ყველაფერი მართლა ხდებოდა ევრაზიის კონტინენტზე ერთ დროს უკიდეგანოდ გადაჭიმულ საბჭოთა სახელმწიფოში... ევროპასაც მართლა მოედო ფაშიზმის ჭირი... და ორივემ ერთად ათეულობით მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ქართველი პოეტი ლადო სულაბერიძეა ის კაცი, რომელმაც იცხოვრა იმ ეპოქაში და საკუთარ თავზე გამოსცადა თავისი დროის ბედიც და უბედობაც. გასული საუკუნის ოცდაათიანი-ორმოციანი წლების საქართველოს ლიტერატურული ცხოვრება, მეორე მსოფლიო ომი, ქერჩი, გერმანელთა ტყვეობა, „ბერგმანის ბატალიონი“, დაბრუნება, პატიმრობა უშიშროების ციხეში და დაუსრულებელი ხეტიალი „გულაგის“ ბანაკებში. ეს არის ქართველი კაცის, უფრო სწორად, ქართველი პოეტის თავგადასავალი, რომელიც მიგიზიდავს თავისი გულწრფელობით და აგავსებს იმედით, რომ, თურმე, ადამიანი ჯოჯოხეთშიც შე­იძლება დარჩეს ადამიანად – პოეტადაც კი!

მეტის ნახვა

წიგნის მახასიათებლები

ISBN9789941383700
გამომცემლობაპალიტრა L
გვერდები460
გამოცემის წელი2024