ვაჟა ჩაჩავა - არტისტი და მასწავლებელი
რეიტინგი
5 / 5
ნახვა
34
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
ალექსეი პარინი
გამომცემლობა
ინტელექტი
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
ალექსეი პარინის წიგნი „ვაჟა ჩაჩავა – არტისტი და მასწავლებელი“ წარმოადგენს გამორჩეული ქართველი მუსიკოსის, საქართველოს სახალხო არტისტის, მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორის, პიანისტისა და კონცერტმაისტერის – ვაჟა ჩაჩავას შემოქმედებითი გზის ქრონიკას. წიგნი აერთიანებს ვაჟა ჩაჩავას ჩანაწერებს, ინტერვიუებს, მის შესახებ დაწერილ მოგონებებსა და წერილებს, რომლებიც მკითხველს მუსიკოსის ბიოგრაფიულ ფაქტებთან ერთად, მის ესთეტიკურ ხედვას, პროფესიულ პრინციპებსა და, ზოგადად, ხელოვნებისადმი დამოკიდებულებას აცნობს. წიგნში აღწერილია ჩაჩავას პროფესიული ფილოსოფია, რომლის საფუძველშიც პარტნიორისადმი ინტუიციური თანაგრძნობა და თითოეულ მომღერალთან ინდივიდუალური შემოქმედებითი მიდგომის აუცილებლობა დგას. განსაკუთრებული ადგილი ეთმობა მის თანამშრომლობას მსოფლიო დონის ვოკალისტებთან, მათ შორის ელენა ობრაზცოვასა და ირინა არხიპოვასთან, რომელთა შესახებ მოთხრობილი ეპიზოდები ვაჟა ჩაჩავას წარმოაჩენს როგორც უნიკალურ პარტნიორს, შემოქმედებით თანამოსაუბრეს და მუსიკალური სტიქიის თანაზიარს. ვაჟა ჩაჩავა თვლიდა, რომ კონცერტმაისტერების მთავარი ამოცანა ჰარმონიის მოსმენა იყო, ეს წიგნი კი სწორედ იმ ჰარმონიაზეა დაფუძნებული, რომლის აღმოჩენასა და შეცნობას მან მთელი ცხოვრება მიუძღვნა.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები