ოცი წლის შემდეგ

რეიტინგი

5 / 5

ნახვა

14

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

გამომცემლობა

პალიტრა L

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

1844 წლის 14 მარტს პარიზულ გაზეთ Le Siècle-ში ”სამი მუშკეტერის“ პირველი თავები გამოქვეყნდა. ასე გაიცნო სამყარომ ყველა დროის ყველაზე პოპულარული რომანი! მუშკეტერობაზე მეოცნებე ახალგაზრდა დ’არტანიანი საფრანგეთის ერთ-ერთი პროვინციიდან დედაქალაქში ჩადის და ათოსს, პორთოსსა და არამისს უმეგობრდება. მათ თავგადასავალს ”სამი მუშკეტერი“ ვერ იტევს, ის გრძელდება მომდევნო რომანში - ”ოცი წლის შემდეგ“ - და მესამე, მოცულობით ყველაზე დიდ წიგნში - ”ვიკონტი დე ბრაჟელონი, ანუ ათი წლის შემდეგ“ - დაგვირგვინდება. ალექსანდრე დიუმა (უფროსი) - ყველა დროის საუკეთესო მთხრობელი - 1802 წლის 24 ივლისს დაიბადა და დღემდე მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მწერლად რჩება. შემოქმედებითი კარიერა დაიწყო პიესებით, რომლებიც გამოქვეყნებისთანავე იდგმებოდა საფრანგეთის სცენებზე. არანაკლებ წარმატებული იყო დიუმა, როგორც პუბლიცისტი, თუმცა სახელი და დიდება სათავგადასავლო რომანებმა მოუტანა. ”გრაფი მონტე-კრისტო“, ”სამი მუშკეტერი“, ”ოცი წლის შემდეგ“, ”ვიკონტი დე ბრაჟელონი, ანუ ათი წლის შემდეგ“ მრავალ ენაზეა თარგმნილი და დაახლოებით ორასჯერაა ეკრანიზებული. დიუმას მიერ გამოქვეყნებული ტექსტების საერთო მოცულობა კი 100 000 გვერდს აღემატება.

მეტის ნახვა

წიგნის მახასიათებლები

ISBN978-9941-32-863-3
გამომცემლობაპალიტრა L
გვერდები784
თარგმანიფრანგულიდან
მთარგმნელითამარ საჯაია
გამოცემის წელი2021