შეთე
რეიტინგი
5 / 5
ნახვა
4817
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
გიორგი ცოცანიძე
გამომცემლობა
საუნჯე
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
გიორგი ცოცანიძე ცნობილი ენათმეცნიერი და მწერალია. მისი პროზა შესანიშნავი ნიმუშია იმისა, თუ როგორ პოულობენ და იმკვიდრებენ დიალექტური ტესტები, ზეპირი ისტორიების პერსონაჟები, ყოფითი ამბები თავიანთ ადგილს მხატვრულ ლიტერატურაში. ეს შესანიშნავი წიგნი ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ადამიანების არაჩვეულებრივი ამბებია, რეალური ამბები, რომლებიც არცერთ მკითხველს არ დატოვებენ გულგრილს. "შეთე გულუხაიძე, თუში მხედარი, მეცხრამეტე საუკუნის შუა წლების თუშეთის ნამდვილი ლეგენდა. ათწლეულების განმავლობაში ქუხდა მისი სახელი მთელს კავკასიაში, განსაკუთრებით ლეკეთის საკორდონო ხაზის გასწვრივ, როგორც უშიშარი, თავზეხელაღებული, გულადი მეომრისა. გულადობის გარდა ის იყო ნამდვილი რაინდი, ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით - მთიელი მეომრის რაინდობის დაუწერელი კოდექსის შემმუშავებელიც და პრაქტიკაში გამტარებელიც: მტერს გაუფრთხილებლად არ უნდა ესროლო, სირცხვილია; გაქცეულ მოწინააღმდეგეს ზურგიდან არ უნდა დაარტყა, უნდა გაუსწრო, შემოუბრუნდე და პირისპირ შეება; გაქცეულ მტერს თუ შენი ნასროლი მოკლავს, ხელი არ უნდა მოაჭრა - ის შენი მოკლული არაა. მოკლეთ, ის იყო ნამდვილი თუში ბაიარდი, როგორც ამბობდა მისი დროის ცნობილი სამხედო ისტორიკოსი, მისი პირადად მცნობი და დამფასებელი, ნიკოლოზ ვოლკონსკი. " სწორედ შეთეს ამბებია მოთხრობილი წიგნში.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები